დღის ამბები კულტურა ცნობილი ადამიანები

starbucks-ის ჭიქა Game of Thrones-ის ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში

Game of Thrones-ის ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში მაყურებელმა ეპიზოდურ როლში სტარბაქსის ჭიქა იხილა.

ამ მომენტის ნახვა 16:34 წუთზე შეგიძლიათ.

ამ თემასთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გავრცელდა, ზოგი გაცოფებული იყო, ამხელა შოუსგან ასეთ შეცდომას არ ველოდითო, ზოგმა ძალიან იხალისა და ამ ფაქტმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა, როგორც ჩანს, ომგამოვლილი დედოფალი დეინირისი ძალების აღსადგენად სტარბაქსს მიირთმევსო.
“მათ ორი წელი ჰქონდათ უნაკლო შოუს ჩვენამდე მოსატანად და გინდათ გვითხრათ, რომ ვინტერფელის სცენაში სტარბაქსის ჭიქა გამორჩათ?” — ხუმრობს ერთ-ერთი ფანი ტვიტერზე.

on.ge

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული