დღის ამბები

,,აუცილებლად ვურჩევდი ამ სფეროში  მოხვედრას, რადგან საქართველოს ბანკი ამ კუთხით წამყვანი კომპანიაა”-სოფი გოდერძიშვილი

საიტმა tod.ge -იმ დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან ინტერვიუს აღებას, რათა ცნობილი გახდეს ამა თუ იმ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

სოფი გოდერძიშვილი 23 წლის, სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობს საქართველოს ბნკში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. იგი უკვე 3 წელია ამ უმსხვილესი კომპანიის წევრია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს რათა გაგვიზიაროს ამ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

– სოფი რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? 

– პირველ რიგში ვარ ძალიან კომუნიკაბელური და კონტაქტური ადამიანი, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და ჩემი თავი ყოველთვის მომსახურების სფეროში წარმომედგინა, ამასთავე ძალიან  მომწონდა ბანკის პერსონალის ლუქი, ასე რომ ვთქვათ დრესკოდი.

რაზე ოცნებობდი ბავშობაში ?

– ბავშობაში ვვოცნებობდი გავმხდარიყავი, რომელიმე მსხვილი კომპანიის დირექტორი და ვყოფილიყავი წარმატებული კარიერაში.

– ხართ თუ არა კმაყოფილი ამ არჩევანით? 

– თავის თავად კმაყოფილივარ ბევრი სირთულის და დაბრკოლებების მიუხედავად, სწორედ ამიტომ 3 წელია დაუღალავად ვემსახურები მომხმარებლებს საქართველოს ბანკში.

– კონკრეტულად რა სირთულეების გამკლავება გიხდებათ თქვენს სამუშაო სფეროში ?

– ჩემთვის სირთულეს წარმოადგენს კომფლიკტურ მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაცია და  სტესული სიტუაციებიდან თავის დაღწევა. ასევე დამეთანხმებიან ისინი, ვისაც ფულთან ურთიერთობა უწევს, რომ მომსახურების სფეროში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ფაქტორია. თუმცა ნუ შეშინდებით,  რადგან გამოცდილებასთან ერთად ეს დაბრკოლებები მარტივდება.

– ბანკში მუშაობისთვის რა მნიშვნელოვანი თვისებები გაგაჩნიათ ?
– 
იმისთვის რომ ამ სფეროში დაიმკვიდრო თავი აუცილებელია იყო : კონტაქტური და დეტალებზე ორიენტირებული. ასევე მნიშვნელოვანია იყო პასუხისმგებლიანი და ლოიალური, უკონფლიქტო და გაწონასწორებული. მე ვფიქრობ ეს სწორედ ის თვისებებია, რაც მეხმარება სირთულეების გადალახვაში.

– რაიმე კომფლიკტურ ქეისს ხომ არ გაიხსენებდით  ?


ერთ-ერთი მომხმრებლის საქმეს დასჭირდა ცოტა მეტი დრო , რასაც მოჰყვა რიგში მდგომი მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილება  .ამ დროს მომიწია სტრესულ სიტუაციაში მუშაობა და ასევე მომხმარებლების დამშვიდება. ამის გარდა კიდევ ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც კომფლიკტურ კლიენტთან მომიწია ურთერთობა , თუმცა ჩემი სიმშვიდის და არაკონფლიქტურობის დამსახურებით ყოველთვის მშვიდობიანად მომიგვარებია.

– გიგრძვნიათ თუ არა კმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან?  


– დღის განმავლობაში ძალიან ხშირად ვგრძნობ მომხმარებლების მხრიდან კმაყოფილებას. ვფიქრობ ამაში ძალიან დიდი წვლილი მიმძღვის, ყოველთვის ვცდილობ ამომწურავად გავცე მათ კითხვებს პასუხი და დავუკმაყოფილო მოთხოვნები სწრაფად და ხარისხიანად.

– რომელიმე  მომხმარებლის მიერ მადლიერების გამოხატვის შემთხვევას ხომ არ გაიხსნებდით? 

– განასკუთრებულ არაფერს გამოვარჩევდი, ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მტოვებენ კეთილი სურვილებით და დადებითი ემოციებით, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მთელი დღე დადებით განწყობაზე მაყენებს.

– მომსახურეობის ხარისხიდან გამომდიანრე გაქვთ თუ არა წახალისებები სამსახურის მხრიდან? 

– საქართველოს ბანკი ყოველთვის ცდილობს წაახალისოს თავისი თანამშრომლები. ახლახანს იყო დაჯილდოვება , სადაც 2018 წლის საუკეთესო სერვის ცენტრის, საუკეთესო თანამშრომლის ნომინაციაში გავიმარჯვე. ჯილდოდ კი შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფში ოთხ დღიანი აბონიმენტი გადმოგვცეს. საიდანაც დაბრუნებული დადებით ემოციებს დღემდე ვერ ვმალავ.


               

– ურჩევდით თუ არა მომავალ თაობას ამ პროფესიის არჩევას ?

– აუცილებლად ვურჩევდი ამ სფეროში  მოხვედრას, რადგან საქართველოს ბანკი ამ კუთხით წამყვანი კომპანიაა და ორიენტირებულია თანამშრომელბის განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.

– რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს? და როგორია სოფო სამსახურის მიღმა ?

– ვარ ჩვეულებრივი კინომანი, ხშირად მივდივარ მეგობრებთან ერთად კინოში.  მიყვარს მოგზაურობა და ხშირად ვგეგმავ სხვადასხვა ტურებს . ძალიან მიყვარს მთა და ყოველთვის სიამოვნებით ვისვენებ იქ. ასევე მაქვს სოფელი სადაც თითქმის ყოველშაბათ-კვირა დავდივარ. მიყვარს გართობა და მყავს ბევრი მეგობრები, მოკლედ ვცხოვრობ აქტიურად .

სოფი გოდერძიშვილი-ს ფოტო.

 

 

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული