დღის ამბები მსოფლიო ტექნოლოგიები ფინანსები

5 ყველაზე საინტერესო მანქანა RM Sotheby’s- ის ზამთრის აუქციონზე

ახალი წელი მოვიდა და მასთან ერთად ზამთრის აუქციონის გამართვის დროც მოდის. იანვრის დასრულებამდე იგეგმება ბევრი საინტერესო ივენთი აუქციონთან დაკავშირებით, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება ბევრი საინტერესო და ყველაზე მაღალხარისხიანი ავტომობილები.
პირადად შეგიძლიათ დაათვალიეროთ აღნიშნული ავტომობილები 17 და 18 იანვარს Sotheby-ის აუქციონზე Scottsdale-ში (არიზონა) .

Lexus LFA Nürburgring Edition

ძალიან იშვიათი ულტრა-მანევრირებადი 2011-2012 წლის ავტომობილი, 563 ცხენის ძალით და 4.8 ლიტრიანი v 10 ძრავით.
მისი ღირებულება $850,000 დან $1,100,100 მდე შეადგენს.

2017 Ferrari LaFerrari

MSRP ის ექსკლუზიური და ორიგინალი მოდელი, 6.3 ლიტრიანი  V 12 ძრავით , 715 ცხენისძლით.
ღირებულება: 6.5მილიონი $  — 8.5 მილიონი $

1958 BMW 507

ულამაზესი, გერმანული სტილის 1950 წლის ნაწარმი BMW 507.  3.2 ლიტრიანი V 8 ძრავის, 150 ცხენის ძალით.
ფასი :$2.5 მილიონი- 3.5 მილიონი

1955 Mercedes-Benz 300 SL

ავტომობილი შეიქმნა 1954- 1964 წლებში. 300 SL არის ორიგინალი კომფორტული სპორტული მანქანა, წინა წლების სტანდარტებს თუ გავითვალისწინებთ, არცაა გასაკვირი,მისი ფასი საგრძნობლად თუ გაიზრდება, დღეისთვის კი 1.2 მილიონ დოლარს შეადგენს.

1967 Shelby Cobra 427

ამ მოდელის წარმოება 50 წელზე მეტია რაც დაიწყო. დღევანდელი სტანდარტების მიუხედავად იგი შესანიშნავ ავტომობილად რჩება და მისი შთამბეჭდავი ძრვის გამო გაგაოცებთ სისწრაფითა და ხმით.  427 Cobra-ს ფასი 1 მილიონ $ ს მიაღევს აუქციონზე.