დღის ამბები მეცნიერება

4 ახალი საშიში ინფექცია, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის

როგორც ცნობილია, ეტაპობრივად იზრდება დავაადებების რიცხვი მთელს მსოფლიოში და გამონაკლისი არც სქსეობრივი გზით გადამდები დაავადებებია, BBC -ის ცნობით მეცნიერებმა აღმოაჩინეს 4 ახალი სქესობრივი გზით გადამდები იმფექცია, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

1. მენინგოკოკი

 – მენინგოკოკური მენინგიტი და მენინგოკოკცემია მენინგოკოკური ინფექციის გენერალიზებული ფორმებია,   საქართველოში ყოველწლიურად  მენინგოკოკური მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის საშუალოდ 15-20 შემთხვევა რეგისტრირდება, მათ შორის შემთხვავათა 90%-ზე მეტი 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. მენინგოკოკური მენინგიტისა და მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა 10-20%-ს შეადგენს, განსაკუთრებით, მაღალია მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების  დროს. მსოფლიოში ეს დაავადება ყველგან გვხვდება, მაგრამ დაავადების  ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება ე.წ. მენინგოკოკურ სარტყელში (სუბსაქარული ზონა), სადაც ფიქსირდება ეპიდაფეთქებები.

Image result for 1. მენინგოკოკი
ბაქტერია Neisseria meningitidis-ი იწვევს მენინგოკოკურ ინფექციას. ის გადეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ბაქტერია იწვევს ნაზოფარინგიტს, მენინგოკოკცემიას, ხოლო ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში – ეპიდემიურ ცერებროსპინალურ მენინგიტს (ზურგის და თავის ტვინის რბილი გარსების ჩირქოვანი ანთება).

ადრე მენინგოკოკურ ინფექციას მენინგიტს უკავშირებდნენ, რომელიც ხშირად სრულდება ფატალური შედეგებით, თუმცა ახლა მას სულ უფრო ხშირად უკავშირებენ შარდ-სასქესო ტიპის ინფექციებს.

ინფექციის მატარებლები მოზრდილების 5-10%-ია. როგორც წესი, ბაქტერიები Neisseria meningitidis-ი ადამიანის ცვირ-ხახაში ცხოვრობენ. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ბაქტერიები ორალური სექსის დროს გადადის.

2. გენიტალიების მიკოპლაზმა

გენიტალიების მიკოპლაზმა ზომით ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბაქტერიაა, თუმცა მისგან გამოწვეული დაავადება ყველა საშიში ინფექციების სიაშია, რომელის სქესობრივი გზით გადადის.

ამ ბაქტერიის შესახებ 1980-იან წლებში გახდა ცნობილი. ამ დროისთვის მისი მატარებელი პლანეტის მოსახელეობის 1-2%-ია, ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდები.

ხშირად ეს დაავადება სიმპტომების გარეშე ვითარდება ან ისეთი სიმპტომები ვლინდება, როგორებიც აქვს გონორეას და ქლამიდიოზს.

3.  შიგელი ფლექსნერი

ამ დაავადების შედეგი დიზენტერია ხდება. როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ბაქტერიები ანალური და ორალური სექსის დროს გადადის.

4.  ვენერიული ლიმფოგრანულომა

ამ დაავადებას ბაქტერია Chlamydia trachomatis-ის იშვიათი შტამი იწვევს. დაინფიცირების შემთხვევაში გენიტალიების მიდამოებში მუწუკები და წყლულები ჩნდება, შემდეგ კი ინფექცია ადამიანის ლიმფურ სისტემაში აღწევს.
ექიმების თქმით, პრეზერვატივის გამოყენება ამ დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს.

imedinews.ge

ruska taliashvili

კომენტარის დამატება

კომენტარები