დღის ამბები საზოგადოება

30 წლის კაცის მუქარა 9 წლის ბავშვზე ინტერნეტში

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა დედის შემაშფოთებელი წერილი, რომელიც მოგვითხრობს მისი არასრულწლოვანი 9 წლის გოგონასა და 30 წლის კაცის მიმოწერის შესახებ:

“ექვს საათიანი დაკითხვის და პოლიციაში ყურყუტის მერე ძალაგამოცლილი დავბრუნდი სახლში. ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა. გადავწყვიტე დავწერო, რათა ჩემი გამოცდილება სხვებისთვის მაგალითი იყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი მეც თუ დავდგებოდი ამ საფრთხის წინაშე. მწერს ლიზი ფეისბუქზე, რომ ვიღაც კაცი გადაეკიდა, ემესიჯება და ემუქრება. შევვარდი მის ფეისბუქზე და ვხედავ ბავშვს უწყობს დაკითხვას, სთხოვს, რომ (ჩემთვის გაურკვეველო) თამაშიდან მესენჯერში გადაინაცვლონ და იქ გააგრძელონ მიმოწერა. ეკითხება სად ცხოვრობს, მარტოა თუ არა სახლში, ყავს თუ არა შეყვარებული, სად მიშაობს დედა. არიგებს, რომ ჩუმად ემესიჯოს, არავის უთხრას და მესიჯები წაშალოს. მას შემდეგ რაც ბავშვმა აღარ მიწერა, დაემუქრა რომ თუ არ მიწერდა მის ფოტოებს ,,სადღაც” ატვირთავდა. შოკში ჩავვარდი. მაშინვე განყოფილებაში წავედი. დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ამიტომ აღიძრა საქმე. ვინაობა დადგინდა.

ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ ნაწილიბრივ მეც ვარ დამნაშავე. 9 წლის ბავშვს არ სჭირდება სოციალური ქსელი. გთხოოვთ მკაცრად აკონტროლეთ თქვენი შვილები, გაუუქმეთ ფეისბუქი, მართლა არაფერში სჭირდებათ. ბავშვს რომ არ ეთქვა ჩემთვის, წარმოდგენაც არ მინდა სადამდე მივიდოდა საქმე. გამოძიების დამთავრებამდე ვერ ვუუქმებ ფეისბუქს. გთხოვთ, გაფრთხილდით. სანამ ჩვენს კარებზეც არ დააკაკუნებს ხიფათი, ვერ ვგრძნობთ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს”.

როგორც წერილშივე აღინიშნა, მშობელმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და  გატარდა გარკვეული ღონისძიებები 30 წლის მამაკაცის ინდენტიფიცირებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიცით სადამდე მივიდოდა ეს მიმოწერა მშობელი რომ არ ჩარეულიყო და რა თქმა უნდა ისიც არ ვიცით თუ კიდევ რამდენ ბავშვს აშანტაჟებენ, უწყობენ მუქარას, ახორციელებენ მათდამი გარყვნილ ქმედებას და ა.შ. ამიტომ გირჩევთ მკაცრად აკონტროლოთ თქვენი შვილის სოციალური გვერდი ან უკეთეს შემთხვევაში აუხსნათ, რომ სოციალური ქსელი საზიანოა და ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება მისი წაშლის შესახებ.