დღის ამბები

2018 წლის მონაცემებით ევროპის რომელ ქვეყნებში იმოგზაურა ყველაზე მეტმა ადამიანმა საქართველოდან?

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის 8 მარტს საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას. სწორედ ამის შემდგომ, უვიზო მიმოსვლის გამოცხადებიდან  საქართველოდან ევროპის ქვეყნებში მიმოსვლა ბევრად უფრო გაიზარდა და დღევანდელი მონაცემები ასეთია:

2018 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებს შორის სამოგზაუროდ არჩევანი ყველაზე მეტმა ქართველმა გერმანიაზე გააკეთა. სულ რაღაც ერთ წელში გერმანიაში 83 068 ქართველი გაემგზავრა, ხოლო  საზღვრის კვეთაზე უარი 271-ს უთხრეს.

შენგენის წევრი 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა შემდეგია:

გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ავსტრია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყველაზე ნაკლები ქართველი სამოგზაუროდ ისლანდიაში დადის, სადაც 1 წელში 83 ქართველი გაემგზავრა ოთხს კი შესვლაზე უარი უთხრეს.

imedinews.ge

კომენტარები