საზოგადოება

3 საუკეთესო წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

 

 

 

ლომი და მშვილდოსანი
ლომი ბოლომდე იხიბლება ოპტიმისტი მშვილდოსნით, ხოლო სიამოვნების მოყვარულ მშვილდოსანს აღაფრთოვანებს სიცოცხლისმოყვარული და მიწიერი სიამოვნებებისთვის გახსნილი ლომი. მათი საერთო თვისებაა არის ის, რომ ორივეს ახასიათებს თავისუფლების სიყვარული, მოსწონთ თავგადასავლები, ვნებიანები არიან სექსუალურ ურთიერთობაში. ლომი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ბოლომდე მოიპოვოს მშვილდოსნის ერთგულება. ტემპერამენტის და ხასიათის თანხვედრა წარმოადგენს ამ ნიშნების წარმატებული კავშირის საწინდარს.

 

 

 


თხის რქა და კურო
ორივეს გრძნობებს აქვს მუდმივი და ხანგრძლივი ხასიათი. მათი ურთიერთობა ძალიან რომანტიული არა, მაგრამ სექსით სავსე იქნება. როგორც ქორწინებაში, ისე სიყვარულში, ეს წყვილი ერთგულია ერთმანეთის მიმართ, რაც სტაბილური ურთიერთობის გარანტიაა. თუმცა მათ შორის გამოირიცხება ერთი ნახვით შეყვარება. ქორწინებისთანავე მათ უჩნდებათ საერთო ცხოვრებისეული მიზნები და გეგმები, რაც წინსვლაში ეხმარებათ.

 

 

კირჩხიბი და ქალწული

კირჩხიბი ემოციურია, ქალწული — ანალიტიკური, თუმცა მათი პიროვნებები იმდენად წარმატებით ურთიერთქმედებენ, რომ ამ სხვაობას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს კავშირი შეიძლება გადაიქცეს საიმედო, სასიამოვნო და ნაზ ურთიერთობად. კირჩხიბის სწრაფვა ფინანსური დაცულობისკენ მშვენივრად ესმის მიზანმიმართულ ქალწულს. თავის მხრივ, კირჩხიბს კარგად ესმის ქალწულის პედანტურობა, რომლის სტაბილურობა ეხმარება წონასწორობის დაცვაში. კირჩხიბის საიმედოობა ქალწულს უათმაგებს მისი დაცვის სურვილს, ორივე ცდილობს ერთმანეთი გაახაროს. ამ ნიშნებს ქორწინებაში კარგი პერსპექტივები აქვთ.

წყარო:horoskopi.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული