კულინარია

10 ყველაზე სახიფათო საკვებს მსოფლიოში

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სახიფათო საკვებს მსოფლიოში (დოქტორ კეიტ კანტონის დახმარებით), რომელთა ჭამის შემდეგაც თქვენ შესაძლოა საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდეთ.

ალუბალი 

ვინ წარმოიდგენდა რომ ალუბალი მომწამვლელი იქნებოდა?

„ ალუბლის თესლი, შხამიან ნაერთებს, კერძოდ კი წყალბადის ციანიდს შეიცავს”, – ამბობს დოქტორი კანტონი.

იგივეს ამბობს სხვა კურკოვან ხილზეც, როგორიცაა ატამი,

გარგარი და ქლიავი. თუმცა, დოტქორი აქვე გვამშვიდებს და აცხადებს, რომ მართალია წყალბადის ციანიდი შხამია, მაგრამ იმისათვის, რომ მისი სასიკვდილო დოზა მივიღოთ, ერთი ტონა ალუბალი უნდა ვჭამოთ.

ფუგუ
ფუგუმ (თევზი) შესაძლოა მოგკლათ. იგი შეერთებულ შტატებში აკრძალული სრულიად გასაგები მიზეზების გამოა – იგი მსოფლიოში ყველაზე შხამიანი საკვებია. თუკი მას არასწეორად მოამზადებენ და მზარეულები თუნდაც სულ პატარა შეცდომას დაუშვებენ, ადამიანი, ვინც ფუგუს შეჭამს, აუცილებლად მოკვდება. იგი 1 200-ჯერ უფრო საშიში და მომაკვდინებელია, ვიდრე ალუბლის თესლი.

ასუ მარზუ

ქასუ მარზუ სარდინიული ყველია, რომელიც შეიცავს ცოცხალ მატლებს. მატლებს 5 ინჩზე

ახტომა შეუძლიათ. აშშ-ს მთავრობამ იგი სანიტარულ-ჰიგიენური მიზეზების გამო აკრძალა.

ჰოთ-დოგი

ჰოთ-დოგში შემავალი ინგრედიენტები საეჭვოა. ამიტომაც, ადამიანები, და განსაკუთრებით ბავშვები, მისი ჭამის შემდეგ საავადმყოფოში ხშირად ხვდებიან. თუ მის ჭამას მაინც ვაპირებთ, დოქტორი გვირჩევს დავრწმუნდეთ, რომ ნელა და საფუძვლიანად დავღეჭეთ.
კორეული რვაფეხა

იგი მანამ უნდა შეჭამო, სანამ ჯერ კიდევ მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ მზარეული კერძის მომზადებამდე მას კლავს, მისი ნერვები ცოცხლობენ და რვაფეხაც სწორედ ამიტომ მოძრაობს და სწორედ ამიტომაა მომწამვლელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ კერძით წელიწადში საშუალოდ 6 ადამიანი იღუპება.

მოლუსკი

„მოუხარშავი მოლუსკი სერიოზული პრობლემაა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ასეთ მოლუსკებს შეჭას, მის ორგანიზმში ზღვიდან ათასობით მავნე ბაქტერია და მიკრობი მოხვდება“ – აცხადებს დოქტორი კენტონი. აქვე იგი გვირჩევს მოლუსკები მხოლოდ კარგად მოხარშული და მომზადებული მივირთვათ.

გარდა ამისა, მუხარშავი მოლუსკი ერთ-ერთი ყველაზე ალერგიული პროდუქტია და ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ უნდა ვიყოთ ამ კერძთან ფრთხილად.
არაპასტერიზებული ყველი

არაპასტერიზებული ყველის გაყიდვა ამერიკაში უკანონოდ ითვლება. ასეთი რძე,შეიძლება შეიცავდეს მავნე პათოგენებსა და ბაქტერიებს, რომლებიც საშიში დაავადებების გავრცელების წყაროა. სწორედ ამიტომ, არაპასტერიზებული ყველის ყიდვა მთელ მსოფლიოში სულ უფრო რთულდება და მალე ალბათ შეუძლებელიც იქნება.

მწვანე კარტოფილი
მწვანე, დაუმწიფებელი კარტოფილი შხამიანია. იგი შეიცავს საშიშ ტოქსინს სახელად სოლანინი და იწვევს არაერთ სერიოზულ დაავადებას. მისი დიდი რაოდენობით მიღება კი დამღუპველიც შეიძლება აღმოჩნდეს.

„გთხოვთ, დააცადეთ კარტოფილს დამწიფება“,- წერს დოქტორი.
Ackee: იამაიკური ხილი

ამერიკაში ეს ხილიც აკრძალულია, იამაიკაში კი იგი მეტად პოპულარულია. როდესაც ნაყოფი წითელია, ე.ი. მწიფეა და მისი ჭამა ნებადართულია, მაგრამ სანამ ყვითელია, ის ტოქსიურია და  მოხმარების შემდეგ ღებინებას, ჰიპოგლიკემიასა და სიკვდილსაც კი იწვევს. გარდა ამისა, მისი შავი თესლები ყოველთვის შხამიანია.

წყარო:bpn.ge