დღის ამბები მედიცინა სამართალი

ხონის ფსიქიატრიული კლინიკის 60 წლის პაციენტი გარდაიცვალა – დაღუპულის ოჯახის თქმით, ქალი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა

ხონის ფსიქიატრიული კლინიკის 60 წლის პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ქალი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. ფსიქიატრიულის პაციენტი ქუთაისის კლინიკაში რეანომობილით მძიმე შინაგანი და გარეგანი დაზიანებებით გადაიყვანეს. ოფიციალური ვერსიით მან დაზიანება წაქცევის დროს მიიღო, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ 60 წლის ქალი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ფეხი გა­და­ჩე­ხი­ლი, მკლა­ვი მო­ტე­ხი­ლი, თვა­ლი ამო­ვარ­დნა­ზე, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, – ამის შე­სა­ხებ “ინ­ტრეპ­რეს­ნი­უსს” დღეს გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის ქე­თე­ვან ბიგ­ვა­ვას დამ, ფა­ტი­მა ბიგ­ვა­ვამ გა­ნუ­ცხა­და. ფა­ტი­მა ბიგ­ვა­ვას თქმით, მის დას მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ოჯახ­მა ამის შე­სა­ხებ პა­ცი­ენ­ტის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ცენ­ტრი­დან კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­ი­ტყო.

,,გვი­თხრეს, რომ და­ე­ცა და გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს და­ცე­მის შე­დე­გი ყო­ფი­ლი­ყო. ფეხი გა­და­ჩე­ხი­ლი, მკლა­ვი მო­ტე­ხი­ლი, თვა­ლი ამო­ვარ­დნა­ზე, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ჩემი და და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში. ასე­თი რამ ადრე არ შეგ­ვი­ნიშ­ნავს. ასეთ და­ზი­ა­ნე­ბას და­ცე­მით ვერ მი­ი­ღებ­და”, – აცხა­დებს ფა­ტი­მა ბიგ­ვა­ვა.

მისი თქმით, არ გა­ჩერ­დე­ბი­ან, ვიდ­რე არ გა­ირ­კვე­ვა რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და.

“ამას ასე არ დავ­ტო­ვებთ, ხომ უნდა გა­ვი­გოთ ცემა იყო თუ და­ე­ცა, ჩემს დას ვერ ვუშ­ვე­ლეთ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა სხვა პა­ცი­ენ­ტებს ვუშ­ვე­ლოთ. ფსი­ქი­ატ­რი­ულ ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ ეპი­ლეფ­სი­უ­რი გულყრე­ბი ჰქონ­და, ისი­ნი ამით თავს იმარ­თლე­ბენ”, -გა­ნა­ცხა­და ფა­ტი­მა ბიგ­ვა­ვამ.

.ambebi.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება