დღის ამბები ცნობილი ადამიანები

ხატია შამუგია შეყვარებულია?!

როგორც ყველასთვისაა ცნობილი, პარფიუმერული ქსელის „ICI PARIS“ მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერი – ხატია შამუგიასთვის  პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ მას შემდეგ იგი ყოველთვის  ერიდება პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს. როგორც თვითონ ამბობს , მას ნაკლებად აინტერესებს ხალხის აზრი, თუმცა მაინც არ სურს ის საზოგადოების განხილვის საგნად იქცეს.

აქამდეც არსებობდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ხატია შამუგია ახალ ურთიერთობაში იმყოფება, თუმცა დღეს უკვე მან ოფიციალურად დაადასტურა  მისი  სასიყვარულო ურთიერთობა ერთ-ერთ ბიზნესმენთან.

 

 

უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, მისი რჩეული  ირლანდიის მოქალაქე, ქართველი ბიზნესმენი – არჩილია, რომელიც ათწლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ ახალ წელს ჩამოვიდა პირველად თბილისში და მონატრებულ სამშობლოში დაბრუნების სურვილთან ერთად, მისი ვიზიტი საყვარელი ქალის ნახვასაც უკავშირდებოდა.

 

 

 

ხატიას ახალ რჩეულთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, ისინი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, თუმცა მეგობრობა წლების შემდეგ სიყვარულშიც გადაიზარდა და უკვე სერიოზული სახეც მიიღო. თუმცა  ურთიერთობისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ ხატია მხოლოდ მარტივად და ლაკონურად განაცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

დეტალებისგან ის, ჩვეულებისამებრ, თავს იკავებს, თუმცა სიტყვები, რომლითაც ამ ახალი ამბის გასაჯაროება გადაწყვიტა ყველაფერზე თავისთავად მეტყველებენ – „თამამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ,“ – აღნიშნავს ხატია.

რა თქმა უნდა, ვალენტინობა თითოული შეყვარებული ადამიანის რჩეული დღესასწაულია და შეყვარებული ადამიანები ცდილობენ თავისებურად გამოხატონ სიყვარული თავიანთი რჩეულებისადმი. ხატიამაც გადაწყვიტა საყვარელი მამაკაცისთვის, რომელიც ამჟამად დუბლინში იმყოფება, ეს დღე სოციალურ ქსელში, საჯაროდ მიელოცა,  „ვალენტინობას გილოცავ! იღბლიანი ადამიანი ვარ შენ რომ მყავხარ ცხოვრებაში“ – სწორედ ეს ფრაზა ამშვენებს რომანტიკულ ფოტოს, რომლითაც მან არჩილს სიყვარულის დღე მიულოცა.

www.okmagazine.ge

კომენტარები