დღის ამბები საზოგადოება

წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამია… – რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ბოლო დროს საქართველოში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მიხედვით, შეშფოთებულია მოსახლეობა, წმინდა მამები კი ბოლოჟმს წინასწარმეტყველებენ, პატრიარქის ქადაგებაც სწორედ ამ თემას შეეხო.

“ჩვენ ვცხოვ­რობთ გან­სა­კუთ­რე­ბულ დროს. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბო­ლო­ჟა­მი­აო. ზოგი იმა­საც ამ­ბობს, ბოლო დღე­ე­ბი­აო. ღმერ­თმა მოგ­ცეთ ძალა და მად­ლი, რომ ავი­ტა­ნოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღე­ე­ბი. რთუ­ლია, მაგ­რამ ღმერ­თი ამოკ­ლებს დროს იმი­სათ­ვის, რომ ნაკ­ლე­ბად და­ი­ტან­ჯოს ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ არ უნდა შე­გე­შინ­დეთ.

თქვენ ხე­დავთ მთელს მსოფ­ლი­ო­ში მღელ­ვა­რე­ბაა. მთელს მსოფ­ლი­ო­ში ეძე­ბენ, რას ეძე­ბენ თვი­თო­ნაც არ იცი­ან. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჩვენ ვე­ძი­ოთ მად­ლი ღვთი­სა.

რო­დე­საც მღვდე­ლი, დი­ა­კო­ნი ან ეპის­კო­პო­სი ლო­ცუ­ლობს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღა­მაღ­ლოთ თქვე­ნი გული, გო­ნე­ბა ღვთი­სა­კენ და ეს მად­ლი ღვთი­სა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვენ. დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ ვსცნოთ თავი თვი­სი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ. ღმერ­თმა მოგ­ცეთ გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა”, – მი­მარ­თა მრევლს პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას.

პატრიარქმა ასევე იქადაგა ადამიანის განვითარებაზე ამ პროცესში გასავლელ გზაზე:
“ადა­მი­ა­ნი მო­წო­დე­ბუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ გან­ვი­თარ­დეს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ადა­მი­ან­მა გან­ვი­თა­რე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვით უნდა და­ი­წყოს. რა­ტომ­ღაც ჩვენ ვი­წყებთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით. იმი­ტომ ვი­წყებთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ უფრო ად­ვი­ლია, უფრო ვხე­დავთ. მო­მა­ნი­ჭე მე უფა­ლო გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა – რო­გორ ძნე­ლია. ჩვენ გვაჩ­ვე­ნა ცხოვ­რე­ბამ, გა­მოც­დი­ლე­ბამ, რომ გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა არც ისე იოლი ყო­ფი­ლა. ადა­მი­ა­ნი მო­წო­დე­ბუ­ლია სრულ­ყო­ფი­სათ­ვის. მა­ცხო­ვა­რი ამ­ბობს – იყა­ვით სრულ­ყო­ფი­ლი, ვი­თარ­ცა მამა ზე­ცი­ე­რი სრულ­ყო­ფილ არს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სრულ­ყო­ფა, გან­ვი­თა­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, მუდ­მი­ვია. ადა­მი­ა­ნი არას­დროს მი­აღ­წევს ისეთ სრულ­ყო­ფას, რო­გორც მა­მა­ზე­ცი­ე­რი, მაგ­რამ ეს სი­ტყვე­ბი ნიშ­ნავს სრულ­ყო­ფას ორი­ვე სო­ფელ­სა შინა”,

“რა­ტო­მაა ასე­თი ძნე­ლი გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა?! იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი სუს­ტია. სუს­ტია, მაგ­რამ არის ხა­ტე­ბა ღვთი­სა. სუს­ტია, მაგ­რამ მსგავ­სე­ბას ღვთი­სას უნდა მი­აღ­წი­ოს თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით და სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით. ღმერ­თი ხე­დავს სურ­ვილს და სურ­ვი­ლი უკვე მი­აჩ­ნია მას, რო­გორც გა­კე­თე­ბუ­ლი კე­თი­ლი საქ­მე. სურ­ვი­ლი უკვე ბევ­რს ნიშ­ნავს. შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­აღ­წი­ოს ადა­მი­ან­მა სა­სურ­ველს, მაგ­რამ ღმერ­თი იმ­დე­ნად მო­წყა­ლეა, რომ მი­აჩ­ნია სურ­ვი­ლი, რო­გორც გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე. არის ლოც­ვა, რო­მე­ლიც თქვა ეფ­რემ­მა – უფა­ლო და მე­უ­ფეო ცხოვ­რე­ბი­სა ჩე­მი­საო. ჰე, უფა­ლო, მოგ­ვა­ნი­ჭე გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვა ძმი­სა ჩე­მი­სა. ეს ძნე­ლია. ე.ი. ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ძა­ლით ვერ აღ­წევს გან­ცდას. ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს ძალა ღვთი­სა. ადა­მი­ა­ნი სუს­ტია. ადა­მი­ა­ნი ეცე­მა. აი, სა­გა­ლო­ბე­ლი რომ არის – და­ვი­ღა­ლე, და­ვი­ღა­ლე, მოდი ჩემ­თან უფა­ლო. ადა­მი­ა­ნი ეცე­მა. ხან­და­ხან ისე ეცე­მა, რომ ფიქ­რობს ვე­რას­დროს ად­გე­ბა, მაგ­რამ ამ დროს უფა­ლი თვი­თონ მი­დის ადა­მი­ან­თან და აყე­ნებს მას. ეს სას­წა­უ­ლია და წყა­ლო­ბაა ღვთი­სა. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ გვაძ­ლევს ამ წყა­ლო­ბას”- განაცხადა ილია მეორემ.

www.ambebi.ge