დღის ამბები

”ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ არა ,,მარშუტკები”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა უახლოეს მომავალში საერთოდ აღარ დადგეს დღის წესრიგში სამარშრუტო ტაქსების საჭიროება. მისივე თქმით, შესაბამის კვლევას აწარმოებს ფრანგული კომპანია და ძალიან მალე გახდება ცნობილი სრული დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ განლაგდება ქალაქში ტრანსპორტი. ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი დაემატება ქალაქს.

”სამარშუტო ტაქსებს რაც შეეხება, ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ არა ,,მარშუტკები” და ზოგადად ტრანსპორტი ქალაქში როგორ გადალაგდება. უახლოეს მომავალში გვექნება სრული დასკვნა. კვლევას ფრანგული კომპანია აწარმოებს” – აღნიშნა კალაძემ.

 

sarkenews.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული