დღის ამბები ფინანსები

ცნობილია თუ რომელი პროფესიის წარმომადგენლებს და რამდენით გაეზრდებათ ხელფასები 2019 წელს

ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე გამოაქვეყნა. პროექტის თანახმად, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-იანი მაჩვენებლით განისაზღვრა.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2019 წელს 3,5%-ს; ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზირებულია ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და 3,0%-ს შეადგენს. ამასთან, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტშია აღნიშნული, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხელფასების გაზრდის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მან დაანონსა ხელფასების ზრდა სამხედრო მოსამსახურეთათვის:

”2019-2020 წლებში საქართველოში ხელფასები გაეზრდება 7 526 სამხედრო მოსამსახურეს მათი წოდების შესაბამისად”

„მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე დროს 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, თითქმის 14 ათას მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი, ეს პროცესი გაგრძელდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს. ეს არის დაახლოებით 2900 მოსამსახურე. პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ხელფასების ზრდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვისაც დაგეგმილია.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაციაა აგრეთვე ის, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს. კერძოდ: ”2019 წლიდან დაიწყება სკოლების პედაგოგების, დირექტორების და თანამშრომლების ხელფასების გაზრდა”.
გეგმის მიხედვით 2022 წელს მასწავლებლებს ხელფასები 1800 ლარამდე უნდა გაეზარდოთ ,ხოლო უფროსი კატეგორიის მასწავლებლებს 2000 ლარამდე.

2019 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელის  მოცულობა 45.1 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 57,9 მლრდ ლარამდე,“-აღნიშნულია პროექტში.

წყარო: intermedia.ge