ცნობილი ადამიანები

“ციფრები მხოლოდ გამოცდილება და განვლილი ცხოვრებაა, ასაკი კი არის ის, როგორც გრძნობ საკუთარ თავს”-ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი განსაკუთრებით გააქტიურდა ვარჯიშის მიმართულებით, მას შემდეგ, რაც მეორე ქმარს გაშორდა. როგორ ის ამბობს, ხოლმე ჯანსაღი ცხოვრება ეხმარება მას სტრესის დაძლევასა და აძლევს მისი შესაძლებლობების გამოვლენის მაქსიმუმის მოტივაციას. ტელეწამყვანმა საკუთარ გადაცემაშივე ისაუბრა მისი ნერვული აშლილობის შესახებ და ისიც დასძინა, რომ მის მდგომარეობას წამლებმა ვერ უშველა. ჟორჟოლიანი გამოსავალს ვარჯიშსა და ფიზიკუ აქტიურობაში ხედავს. მისივე თქმით, ვარჯიში ასაკსაც კი ამარცხებს:

,,ასაკს მხოლოდ ვარჯიში და სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრება ამარცხებს. როცა ასე ცხოვრობ, ნაოჭებს აღარ ითვლი იმიტომ რომ მოგწონს შენი სხეული და ეს არის ყველაზე მთავარი. როცა შენ გიყვარს საკუთარი თავი, როცა შენ მოგწონს საკუთარი თავი, როცა მოვლილი და ჯანმრთელია. ციფრები მხოლოდ გამოცდილება და განვლილი ცხოვრებაა, ასაკი კი არის ის, როგორც გრძნობ საკუთარ თავს”

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება