მედიცინა მეცნიერება მსოფლიო

ჩინელმა ქალმა ორი სხვადასვა კაცისგან ტყუპები გააჩინა

ჩინელმა ქალმა ქმრისგან და მეგობარი კაცისგან ტყუპი გააჩინა.

ეს შემთხვევა ფუძიანის პროვინციაში მოხდა. ბავშვების დაბადების შემდეგ მამას ეჭვი შეეპარა, რომ ერთ-ერთი ახალშობილი მისი არ იყო, რადგანაც ტყუპები ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ. რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო ის, რომ მამის ეჭვი არ გამართლებულიყო და ახალშობილები არაიდენტური ტყუპები ყოფილიყვნენ, თუმცა ასე არ მოხდა და მამის ეჭვი დნმ-ის ანალიზმა საბოლოოდ დაადასტურა. თავდაპირველად ქალი ქმარს ანალიზის პასუხების გაყალბებაში სდებდა ბრალს, თუმცა ეს ბრალი რომ ვერ დაადასტურა, აღიარა, რომ ის ეტაპობრივად ქმარს სხვა კაცთან ღალატობდა.

აღნიშნულ შემთხვევას მედიცინაში ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაციაა უწოდებენ, რომლის დროსაც  ხდება ორი ან რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება სხვადასხვა პარტნიორის სპერმატოზოიდით. ასეთი შემთხვევები ძირითადად ცხოველებში გვხვდება, ადამიანებში კი ძალიან  იშვიათი მოვლენაა.

imedinews.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება