დღის ამბები საზოგადოება

ჩვილი სიგარეტით – მშობლების უცნაური ხუმრობა, რომელმაც ხალხი შოკში ჩააგდო

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ჩვილს სიგარეტს უდებენ პირში, საზოგადოება აღაშფოთა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ისინი მშობლებს კომენტარებით აკრიტიკებენ. „კვირა +“ იმ პირს დაუკავშირდა, რომელმაც ფოტო გაავრცელა. მან ბვშვის მშობლებთან გადაამისამართა ჟურნალისტები.
„საქმის კურსში ვიყავი და ბავშვს ფოტო მე თვითონ გადავუღე. პატარასთან სიგარეტს არ ვეწევით. მერე რა, რომ სიგარეტი უდევს ბავშვს პირში. სოციალური მუშაკები თუ იძიებენ მსგავს ფაქტებს, არ ვიცოდი. ვცხოვრობ ზაჰესში, ვინმეს რამე თუ უნდა, შეუძლია მოიკითხოს“, – აცხადებს ბავშვის მამა, რომელიც სახელსა და გვარს არ ასახელებს.

ამ განცხადებას კი საზოგადოეება ეხმაურება :

„ეს არაა ხუმრობა! ესაა უვიცობა და სისასტიკე!!!“

„ამაზე უნდა უჩივლო ამ ვიღაცას რა! ერთი ეს და მეორე ალკოჰოლის ბოთლს რომ მიუტანენ პირთან და ამაზე ხორხოცებენ. მსგავსი უვიცობა არ ვიცი, რა. რამე მაინც წაიკითხონ“

„რა სამწუხაროა“

sarkenews.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული