ცნობილი ადამიანები

ყველაფერი, რაც ხდება, ხდება ისევ ჩვენს სასიკეთოდ ამ ყველაფერს სიხარულითაც კი უნდა შევხვდეთ”

ალექსანდრა პაიჭაძე საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე, სადაც იგი ხშირად პოსტავს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დაწყებული მისი პირადი ცხოვრებით, დამთავრებული მისი ფიქრებით ზოგადად სამყაროსა და ადამიანზე. ამჯერად კი ალექსანდრამ გაგვიაზიარა მისი ხედვა იმის შესახებ თუ რის მერე ტოვებს ადამიანი ამქვეყნიურ სამყაროს:

ალექსანდრა პაიჭაძე-ის სურათის შედეგი”ცოტა ეზოთერიკა… მაგალითად, როდესაც ადამიანი უშვებს მეტად ბევრ შეცდომას და, რომ იტყვიან, შეცდომების დაშვების ლიმიტი ამოეწურება, კარმულ წლებში განსაკუთრებთ, სწორედ ასეთ დროს მიდის ამ ქვეყნიდან, ტოვებს სხეულს. რატომ? იმიტომ, რომ სულმა, რომ იტვყიან, თავს უშველა, რადგან ზედმეტი არასწორი საქციელით უკვე მას საფრთხე ექმნებოდა, ეს კი ყოველთვის შიდა „მე-ს“ ხარისხის დაქვეითებას იწვევს და, შესაძლოა, არაერთი საფეხურით დაბალ სამყაროში გადასვლას ან სხვა დიდი პრობლემებით მოსვლას განაპირობებდეს მომდევნო ცხოვრებაში. ამიტომ ყველაფერი, რაც ხდება, ხდება ისევ ჩვენს სასიკეთოდ, საწრთობად, განსავითარებლად და ამ ყველაფერს არა პანიკით და აპათიით, არამედ დირექტულად, სიხარულითაც კი უნდა შევხვდეთ. მესმის, რომ ყველაფერს ასე ვერ მივიღებთ და ვერ შევეგებებით, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას, ვარჯიშით ყველაფერია შესაძლებელი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, აუცილებელია ვისწავლოთ ჰუმანური ნიშანთვისებების გამომუშავება, „თვითკონტროლი“, რომლის მეშვეობითაც ევოლუციონირდებით…”

კომენტარები