მეცნიერება

ღიმილი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია

რეალურად ჩვენ ყველას გვიზიდავს ისეთი ადამიანი, რომელიც სულ იღიმის. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ღიმილიანი ადამიანებს აქვთ ბუნებრივი ნიჭი იმისა, რომ მოხიბლონ მათთან ურთიერთობაში მყოფი ხალხი. ამასთანავე, შესაძლოა გაგიკვირდეთ , თუმცა ფაქტია, რომ ღიმილი გვეხმარება , თავიდან ავიცილოთ გამოვიყურებოდეთ დაღლილად, მოწყენილად, მობეზრებულად და რაც ყველაზე მთავარია, ღიმილი ეხმარება ჩვენს შინაგან სამყაროს თავიდან მოიშოროს სტრესი და დაძაბულობა. შესაძლოა ეს დაუჯერებლად ჟღერდეს , თუმცა ვფიქრობთ, რომ ცდად ღირს, ამიტომ სცადეთ გაიღიმოთ დაძაბულობის დროს, შემდგომ კი დააკვირდით საკუთარი შინაგანი განწყობის ცვლილებასა და გარშემომყოფთა დამოკიდებულებას თქვენს მიმართ.

ღიმილს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობაც. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იგი ადამიანს ეხმარება მისმა იმუნურმა სისტემამ იმოქმედოს უფრო ეფექტურად, ვინაიდან ღიმილის დროს თქვენი იმუნური სისტემა უმჯობესდება მოდუნების მიზეზით.

კვლელევმა აგრეთვე აჩვენა, რომ ღიმილის დროს გამოიყოფა ენდორფინები, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები და სეროტონინი. ამ სამი ნეიროტრანსმიტერის ერთობლივი მოქმედება გვაიძულებს ვიგრძნოთ თავი კარგად, ბედნიერად. მხოლოდ ეს ბუნებრივ ქიმიკატები არ უზრუნველყოფენ თქვენს განწყობას, თუმცა ისინი განსაზღვრავენ თქვენი ორგანიზმის მოდუნებას, დასვენებას და ამცირებენ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ღიმილი ბუნებრივი ნარკოტიკია.

www.verywellmind.com