მედიცინა სამართალი

„ქალებისთვის სასიკვდილო განაჩენი“ – აბორტი

როგორც ირკვევა, აშშ-ში , კერძოდ ალაბამას შტატში შემუშავდა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც აბორტის გაკეთების შემთხვევაში ორსულობის ნებისმიერ სტადიაზე, გათვალისწინებულია ქალისთვის 10- დან 99 წლამდე პატიმრობის შეფარდება.

გამკაცრებული კანონის შესახებ აღშფოთდნენ ადამიანის უფლებათა ფამცველები და განახლებულ კანონს მათ  „ქალებისთვის სასიკვდილო განაჩენი“ უწოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული კანონით გათვალისწინებულია, რომ აბორტი დასჯადი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ნაყოფი ჩასახულია გაუპატიურებითა და ინცესტით.
კანონპროექტი ალაბამას შტატის პოლიტიკოსებმა სამშაბათს წარადგინეს. დოკუმენტის თანახმად, აბორტი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ქალის ჯანმრთელობას.
კანონპროექტს 100-ზე მეტი სპონსორი ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლო ამ კანონს მხარს დაუჭერს

მსგავსი კანონპროექტები შეიძლება მიიღონ ჯორჯიის და სამხრეთ კაროლინის შტატშიც. კენტუკისა და მისისიპის შტატებში კი უკვე დამტკიცდა კანონი, რომლის თანახმადაც აბორტის გაკეთება იკრძალება ორსულობის იმ მომენტიდან, როდესაც ნაყოფის გულისცემა ფიქსირდება.

itar.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული