მედიცინა საზოგადოება

უმძიმესი ვითარება საქართველოს ფსიქიატრიულ კლინიკებში და გაუსაძლისი პირობები სადაც ადამიანები ხშირად მთელ ცხოვრებას ატარებენ

საქართველოს ფსიქიატრიული კლინკებში არსებული მდგომარეობა ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეული თემაა სამედიცინო თვალსაზრისით.
21-ე საუკუნეში არსებობენ ადამიანები , რომელთაც ანტიასანიტარიასა და გაუსაძლის პირობებში, ძალადობასა და ფსიქოტროპულ ზემოქმედებაში ცხოვრება ყოველდღიურ კოშმარად გადაექცა. იქ მყოფი არამცთუ ფსიქიკურად დაავადებული, არამედ ჯანმრთელი ადამიანიც დასნეულდება. რას ყვებიან პაციენტები და სად არის გამოსავალი.

სად გადის ზღვარი ფსიქიატრიულ და სადამსჯელო დწესებულებებს შორის არავინ იცის. იქ შესული ბევრი უნახავთ თუმცა იქიდან ჯანმრთელი გამოსული თითქმის არავინ.

Image result for რა მდგომარეობაა საქართველოს ფსიქიატრიულ კლინიკებში

საქართველოში ფსიქიატრიულ სტაციონარულ დახმარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს:

  • 18 ამბულატორიული დაწესებულება;
  • 3 დღის სტაციონარი
  • 9 ფსიქიატრიული კლინიკა

პროგრამის ქვეკომპონენტებია ასევე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის ცენტრი (თბილისი), ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი) და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია (თბილისი, თელავი, ქუთაისი).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, ამავე წლის ბოლოს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 90 139 შემთხვევა იყო აღრიცხული, მათგან 5228 ახალი შემთხვევა იყო. NCDC-ის ცნობით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს.

NCDC-ისვე ინფორმაციით, 2016 წელს სტაციონარული მომსახურება მიიღო ქცევითი დარღვევების და ფსიქიკური აშლილობის მქონე 4687-მა ადამიანმა, მათგან 34 – გარდაიცვალა.

34 წლის ოლგა კალინას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრა რამდენჯერმე მოუწია. პირველად ეს 2005 წელს მოხდა. მაშინ ის 21 წლის იყო. ოლგას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი სწორედ მაშინ დაუსვეს. ამბობს, რომ სტაციონარში მისი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს. მისივე თქმით, დაწესებულებაში არსებული პირობები არა მკურნალობაზე ორიენტირებული, არამედ პირიქით, არაადამიანური იყო.

“სტაციონარში ერთი სანიტარი 50 პაციენტს ემსახურება. მან ასევე ყოველდღიურად უნდა აღწეროს პაციენტების მდგომარეობა. ამის გამო სხვა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო არ რჩება. მაგალითად, შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ერთი პაციენტის მხრიდან მეორეზე ძალადობა. ვერც ხედავენ, როგორ ხდება პაციენტებს შორის ჩხუბი, დარტყმები. არადა ასეთი შემთხვევები ხშირია. თვითდაზიანებებიც არის  .

პრობლემაა ის, რომ ძირითადად ფარმაკოლოგიური/მედიკამენტური თერაპია ტარდება, რის გამოც პაციენტი უმეტესად წევს ან დერეფნებში უაზროდ დადის, ანუ მთელი დღის განმავლობაში ის არაფერს აკეთებს. ასეთ პირობებში ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდება ფსიქიკური პრობლემები. ამას ემატება ძალადობა პაციენტებს შორის.”, – ამბობს კალინა.

 

ყველა სირთულის მიუხედავად, ოლგა ინსტიტუციიდან გამოვიდა, შეძლო მკურნალობა და რეაბილიტაცია და 2014 წლიდან ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარეა, ასევე, არის სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის ექსპერტი. დადის ციხეებში, იზოლატორებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და მონიტორინგს ახორციელებს.

31 წლის დათომ  გვითხრა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში, სადაც მან რამდენიმე კვირა გაატარა, იმის გამო დაარტყეს, რომ ჩაის დალევაზე უარი თქვა.

სახალხო დამცველი კი წერს, რომ სხვა კლინიკებში, მაგალითად: „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“ ჯგუფმა აღმოაჩინა დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკა დაწესებულების ადმინისტრაციის მამაკაცი წარმომადგენლის მხრიდან, რაც ქალი პაციენტებისთვის პირადი ჰიგიენის დაცვის შესახებ არაკორექტული, არაეთიკური შეკითხვების დასმასა და ინტიმური ადგილების ჩვენების მოთხოვნაში გამოიხატება”.

სურამის ფსიქიატრიული კლინიკა ომბუდსმენმა  პირადადაც მოინახულა და აქ არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოს გამო შეშფოთება გამოთქვა. ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ეს პირობები პაციენტებს გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავია. [ომბუდსმენის ვიზიტის შემდეგ შეიცვალა სურამის კლინიკის დირექტორი და დაიწყო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.

ფსიქონევროლოგიური დაწესებულება ბედიანში 1963 წელს გაიხსნა და თავდაპირველად 800 პაციენტზე იყო გათვლილი, დღეს კი 150 ადამიანსღა ემსახურება მთელი საქართველოდან.

იმის ფონზე, რომ ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმები საზოგადოებას ჯერაც ვერ დაუმარცხებია, ბედიანის პაციენტებსაც უცხო, დაჟინებული მზერისაგან მოფარულებს უწევთ ცხოვრება.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ საკმარისად ვერ შეუშალა ხელი მათ იზოლაციას გარე სამყაროსგან, რაშიც ეკონომიკური რესურსების არარსებობამ თუ არა, ნაკლებობამ მაინც შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. ამის მიუხედავად, ‘ბედიანელებმა’ კომუნიკაციების ალტერნატიულ საშუალებებსა და ფორმებს მიაგნეს.

ეს ფილმი ნათელს ჰფენს მათ ყოველდღიურობას პირქუშ დაწესებულებაში და ცდილობს, გვაჩვენოს – იმის მიუხედავად, რომ აქაური ურთიერთობები სხვადასხვა სახეს იღებს, მათ ერთი მთავარი, საერთო მამოძრავებელი ძალა აერთიანებს – სახლში დაბრუნების სურვილი.

 

 

არანაკლებ გაუსაძლისი სიტუაციაა ხონის ფსიქიატრიულშიც.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ აქვს“.

 

ცოტახნის წინ კი პაციენტი გარდაიცვალა ხონის კლინიკაში, მას აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს მომხდარში და მათ უჩივის პაციენტზე არადამიანური მოპყრობის გამო.

სამწუხარად უმძიმესი ვითარებაა მთელი ქვეყნის მაშტაბით და არავინ იცის, როდის იქნება გამოსავალი.

დღეს საქართველოში იყო ფსიქიკურად დაავადებული, ნიშნავს იმას, რომ ან მთელიცხოვრება ამ გაუსაძლის პირობებში მოგიწევს ცხოვრება, განკურნების იმედით მოკლებული,  ან მედ პერსონალის მიერ მძიმე ფიზიკური მოპყრობის გამო სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდები, ანდაც ანტისანიტარია გიმსხვერპლებს.

 

 

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება