კულინარია

უგემრიელესი პასკის რეცეპტი, გამოაცხეთ ყველაზე გემრიელი პასკა მარტივად

ინგრედიენტები:

8 კვერცხი, 1.5 კგ შაქარი, 1.5 ლიტრი რძე ,1 მარგარინი 1 კარაქი, ვანილი 3 ცალი, მწიკვი მარილი, ილი ,ჯაოზი, მუსკატის კაკალი-  თითო თითო ჩაის კოვზი, ნახევარი ლიტრი ზეთი, საფუარი ერთი 80 გრამიანი პაჭკა(სასურველია ძველებური, მამალი რომ ახატია ის საფუარი)

მომზადების წესი : 

რძე, შაქრის ნახევარი და ფქვილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ საფუარი , შევფუთოთ და ვაცადოთ სანამ ამოფუვდება.

8 კვერცხის ცილა დარჩენილ ნახევარ შაქართან ერთად ავთქვიფოთ და დავუმატოთ კვერცხის გულები, მივიყვანოთ გათეთრებამდე. კარაქი და მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე, შევაგრილოთ და დავუმატოთ ათქვეფილ მასას.

დავუმატოთ ვანილი ილი ჯაოზი მუსკატი მარილი , ამ მასას შევურიოთ საფურიანი მასა და მოვზილოთ კარგად, (ცომი უნდსა იყოს არაჟნის სისქის) გავაჩეროთ თბილ ადგილას და როცა ამოფუვდება ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით, ეს პროცედურა გავიმეოროთ სამჯერ. ჩავდოთ ცომი კოლოფებში( ძალიან მოსახერხებელია ქაღალდის კოლოფები) ცომი უნდა ფარავდეს კოლოფის ნახევარს, ვაცხობთ საშუალო გრადუსზე 160-170 , გამომცხვარ პასკებს  ვდებთ ეგრეთწოდებულ სეტკაზე, რათა ძირი გაუგრილდეს და არ ჩაცომდეს, სურვილისამებრ ვაყრით თავზე შაქრის პუდრას ან ცუკატებს

კომენტარები