დღის ამბები სამართალი

უბედური შემთხვევა ელბაქიძის აღმართზე

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით,

მძღოლი მანქანის შეკეთებას ცდილობდა,მანქანის ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი დაგორდა.გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება