განათლება დღის ამბები სამართალი

,,სკოლის შენობაში მიიმწყვდია, კოცნიდა და ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა”- ნახეთ რა მოხდა სინამდვილეში

ამგვარად, როგორც ირკვევა, შემთხვევა მოხდა  იორმუღალოს ერთ-ერთ სკოლაში , სადაც მეოთხეკლასელ გოგონაზე მეექვსე კლასელმა ბიჭმა სექსუალურად იძალადა. როგორც ირკვევა ბიჭმა გოგონა გაკვეთილების დაწყებამდე სკოლის შენობაში მიიმწყვდია, კოცნიდა და მასზე  სექსუალურად ძალადობდა.

მოგვიანებით კი  ატირებულმა გოგონამ მომხდარის  შესახებ მასწავლებლებს მოუყვა, თუმცა სკოლის დირექციას რეალურად გოგონას დახმარებისთვის არაფერი გაუკეთებია, მას არცარასრულწლოვანზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ განათლების სამინისტროსთვის უცნობებია და არც სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.

არასრულწლოვნები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. როგორც შემდგომში ცნობილი გახდა, სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა გოგონას მამამ შვილს „სახელი რომ არ გატყდომოდა“, მომხდარის გახმაურება არ ისურვა.
სკოლის დირექტორმა უარყო მომხდარის შესახებ, თუმცა მან აღნიშნა , რომ ბავშვებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა:
,,მშობლები არ დაგვიბარებია, რადგან ისინი ამჯერად სოფელში არ არიან. ეს მოხდა გასულ კვირას. სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სიტყვიერად რაღაც მოხდა. ცემის ფაქტიც კი არ ყოფილა.”

sarkenews.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული