დღის ამბები სამართალი ცნობილი ადამიანები

„სიცრუის დეტექტორში“ გაკეთებული განცხადების გამო კაკაბაძე პროკურატურაში დაიბარეს

გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” მიწვეული იყო სამოქალქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე.  მან ჟვანიას საქმეზე ისაუბრა . გადაცემაში თქვა, რომ ზურაბ ჟვანია გარკვეული ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ჟვანიას ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი ასეთი მუქარა თვითონ მას, კაკაბაძესაც აქვს მოსმენილი.

ამისგამო ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით,  ირაკლი კაკაბაძე პროკურატურაში დაიბარეს.

მისი თქმით,ამის შესახებ ინფორმაცია მის ჩვენებებშიც არის, რომელიც პროკურატურაში დევს, თუმცა  პროკურატურას კიდევ ერთხელ სურს ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მისი გამოკითხვა.

imedinews.ge

კომენტარები