დღის ამბები ფინანსები

საწვავის ფასი გაიზარდა – ბენზინი 10 თეთრით გაძვირდა , რას ამბობენ ექსპერტები

ბენზინზე ფასმა 10 თეთრამდე მოიმატა. ექსპერტები არასაიმედო პროგნოზებს აკეთებენ. სპეციალისტების თქმით, ფასის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საწვავზე ფასის ზრდის მიზეზი ლარის დევალვალვაცია  არ არის.
„საწვავზე ფასი, საშუალოდ, გაზრდილი არის 7-10 თეთრით. მთავარი ფაქტორი, რის გამოც დღეს ადგილობრივ ბაზარზე დაიწყო ფასების კორექტირება მატების მიმართულებით, ეს გახლავთ სწორედ ის, რომ გლობალურ ბაზრებზე არის ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში არის სტაბილური და რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე ეტაპზე არ არის ფაქტორი. ტენდენცია არ არის დამაიმედებელი. თუ ირანის გარეშემო ვითარების ესკალაცია კიდევ უფრო მეტად გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება განმაპირობებელი, რომ ნავთობის ფასი წავა“ – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.”
საწვავის ღირებულების ზრიდს პარალელურად ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ფასის ზრდას არ გამორიცხავს სხვა პროდუქტებზეც.

rustavi2.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული