დღის ამბები სამართალი ცნობილი ადამიანები

საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან, ალბათ მაჩალიკაშვილს დააკავებენ,–ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი სუს–ის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:
“ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ და ძალიან ბევრ ეპიზოდზე სიღრმისეული განმარტებები მივიღეთ.

დარბაზში არც ერთ დეპუტატს კითხვა აღარ დარჩა, პანკისში ამ თემასთან დაკავშირებით რა მოხდა. სამწუხაროდ, უფლება არ მაქვს, ყველა ფაქტზე დეტალურად ვისაუბრო.

თუ დღეს გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცდება (და ეჭვქვეშ რომ იყოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას არ გაავრცელებდა), მაშინ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან იყო საუბარია არაერთ ფაქტზე, რომელიც ხსნიდა და ადასტურებდა საქართველოში ტერორისტული ჯგუფის საქმიანობას.

ვფიქრობ, მაჩალიკაშვილს დააკავებენ. პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს“, – განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული