დღის ამბები პოლიტიკა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იორდანიის სენატის პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება იორდანიის სენატის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ფაიეზი, იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს,პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – იორდანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებას.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ფეისალ ალ-ფაიეზის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში და აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, აღნიშნული სოფლის მონახულების შემდეგ, პირადად დარწმუნდება, თუ რამდენად რთულია, დედაქალაქთან ახლოს და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის არსებობა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივებსა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების კონსერვაციის მიმართულებით, იორდანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ასევე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

IMEDINEWS.GE

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება