დღის ამბები ტექნოლოგიები

საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

16-18 აპრილს საქართველოში ამინდის პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„17-18 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი 3 – 4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

interpressnews.ge

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება