დღის ამბები საზოგადოება ფინანსები

როგორ შევამოწმოთ ჩვენი დანაზოგი საპენსიო სისტემაში

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და მასში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე ყველა დასაქმებულისთვის. საპენსიო ანგარიშზე დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2 პროცენტს რიცხავს.
40 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა მათ პირველი აპრილიდან პირველი ივნისის შუალედში შუძლიათ დატოვონ სისტემა. დაგროვილი თანხა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ხელფასის რაოდენობაზე.

იმის გამო რომ ბევრს ეჭვი ეპარებოდა საენსი სისტემის მუშაობაზე, ლევან სურგულაძემ რადიო პალიტრას ეთერში, გადაცემაში ,,საქმე” ისაუბრა ამის შესახებ :

“ეს არის თქვენი პირადი ანგარიში, ისევე როგორც საბანკო ანგარიში და ბანკების მიმართ ნდობა არსებობს. ეს აქტივები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე თქვენი ნებისმიერი სხვა ქონება: სახლი, მანქანა, ბანკში ფული. იმიტომ, რომ თქვენს დანაზოგზე არ სრულდება აღსრულების მექანიზმი, რისი ვალიც არ უნდა გქონდეთ: სახელმწიფოსი, ბანკის, ნებისმიერი კერძო პირის – არანაირი სასამართლოს აღსრულება საპენსიო დანაზოგზე არ სრულდება. ეს არის თქვენი უპირობო საკუთრება, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა”

როგორ შეამოწმოთ თქვენი დაგროვილი თანხა? 

უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე pensioners.ge და მოძებნოთ ღილაკი “საპენსიო სააგენტოს სისტემაში გადასვლა”. შემდეგ შეხვალთ შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, ჩაწერთ ბუღალტრის მიერ მოცემულ დროებით პაროლსა და პირად ნომერს. შემდეგ სისტემა დროებითი პაროლის შეცვლას მოგთხოვთ და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ. გამოჩნდება თქვენი გვერდი, სადაც ნახავთ პირად ანგარიშს.

mshoblebi.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული