დღის ამბები კულინარია მსოფლიო საზოგადოება

როგორ მოქმედებს ადამიანზე ხმელთაშუაზღვის დიეტა?

ხმელთაშუა ზღვის დიეტა ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა, რადგან ითვლება, რომ იგი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკი, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში. რეალურად ეს არის არა უბრალოდ დიეტა, არამედ ცხოვრების წესი. მკვლევარებმა მიაქციეს ყურადღება, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მცხოვრებნი გაცილებით ჯანმრთელნი არიან და ნაკლებად აწუხებთ სიმსუქნე, ვიდრე მათ ჩრდილოელ მეზობლებს.

ესპანელმა მედიკოსებმა კვებასა და ცხოვრების წესთან დაკავშირებით ფართო კვლევა ჩაატარეს.

გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავენ, არა მხოლოდ უკეთ და ჯანმრთელად ცხოვრობენ, არამედ ნელნელა ზედმეტ წონასაც კარგავენ, თან ისე, რომ დაკლებული კილოგრამები აღარ ბრუნდება.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ზედისხილისა და ზღვის თევზის ჭამა საკმარისი არ არის, აუცილებელია მოძრაობა და ალკოჰოლის შეზღუდვა. ასევე აუცილებელია, რომ არ ეწეოდეს ადამიანი.

წყარო: ihow.ge

imedinews.ge

 

კომენტარები