კულინარია

როგორ მოვამზადოთ სხვა და სხვა სახის მილკშეიკი?

კენკრის მილქშეიქი
შემატეთ თქვენს კვებით რაციონს კენკროვანი ხილი და გახადეთ ყოველი საზაფხულო საუზმე იდეალური!

ინგრედიენტები:

4   ჭიქა ყინულის ნატეხები

2   ჭიქა რძე

13  ჭიქა შაქარი

2   ჭიქა სასურველი ან შერეული კენკრა

1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ათქვიფეთ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გადაანაწილეთ ის 6 ცალ ჭიქაში და გემრიელად გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს!

უბრალო მარწყვის მილკშეიკი:
ინგრედიენტები

  • 5 oz. გაყინული,დამტკბარი მარწყვი
  • 1 1/ 2 ჭიქა (350 მლ ) ცივი რძე
  • 1/2 პინტა (ტევადობის საწყაო = 0,57 ლიტრს)

მომზადების წესი:

მილქშეიკიმოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში . მოათავსეთ 5 წვეთი გაყინული, დამტკბარი მარწყი;1 1/2 ჭიქა (350 მლ ) ცივი რძე და 1/2 პინტა (ტევადობის საწყაო = 0,57 ლიტრს) ვანილის ნაყინი ბლენდერში. დააბლენდერეთ ინგრედიენტები მაღალ სიჩქარეზე 2-3 წუთის განმავლობაში. შეაზავეთ ინგრედიენტები სანამ არ მიიღებთ გრილ და თხელ ნაზავს. თუ გსურთ რომ თქვენი მილკშეიკი იყოს ოდნავ სქელი , შეგიძლიათ დააბლენდეროთ უფრო ცოტა ხანს. თუ გსურთ ,რომ იყოს უფრო გლუვი , მაშინ კი პირიქით ეს რეცეპტი არის 2 პორცია,მომზადების შემდეგ გადაანაწილეთი იგი 2 ჭიქაში.

მარწყვისა და ბანანის მილკშეიკი:
ინგრედიენტები:

  • 1 ან მეტი მწიფე ბანანი
  • 4 დიდი მარწყვი
  • 3/4 ჭიქა ვანილის ნაყინი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • ათქვეფილი კრემი

მომზადების წესი

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში . იმისათვის, რომ მოამზადოთ მარწყვის ბანანის მილკშეიკი ,მოათავსეთ 1ზე მეტი მწიფე ბანანი, 4 დიდი მარწყვი, 3/4 ჭიქა ვანილის ნაყინი, 1/2 ჭიქა რძე და 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი ბლენდერში.დააბლენდერეთ ინგრედიენტები მაღალ სიმძლავრეზე სანამ მილკშეიკი გლუვი არ გახდება. ამას უნდა დაახლოებით 2-3 წუთი. ჩამოასხით მილკშეიკი ჭიქაში.გააფორმეთ იგი ცოტაოდენი ათქვეფილი კრემით. დააგემოვნეთ უგემრიელესი მილკშეიკი დაუყოვნებლივ მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია და შიძლება დაგენანოთ კიდეც დასალევად.

ყავის მილკშეიკი იგივე ყავარძის კოქტეილი:

ინგრედიენტები ( 2 პორცია):

  • გაციებული შავი ძლიერი ყავა( ესპრესო ან ყავის მადუღარაში მოხარშული ყავა გათვლილი 70 გრ ყავა 1 ლიტრ წყალზე)–200 მლ
  •  2 კვერცხი ( კარგად ათქვეფილი)
  • ცივი რძე –450 მლ
  • ნაღები–100 მლ
  • შაქარი –1 სუფრის კოვზი
  • ვანილის ან ნუშის ესენცია–რამდენიმე წვეთი

აღნიშნული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთად და კოქტეილიც მზადაა! კოქტეილს შეგიძლიათ მოაყაროთ ნუშის პეჩენია.

ნესვის მილკშეიკი
ინგრედიენტები:?

1   ცალი პატარა ნესვი
2   ჭიქა რძე
3   შაქარი ან თაფლი გემოვნებით
4   ვანილი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:ზაფხულია, ცხელა, ნესვიც დამწიფდა და მისგან გემრიელი გამაგრილებელი სასმელის გაკეთებაც მარტივად შეგვიძლია :)

1  ნესვი გათალეთ და დაჭერით.
2  დაჭრილი ნესვი, შაქარი/თაფლი, ვანილი და რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
3  მიღებული მილქშეიქი მავივარში გააცივეთ და მიირთვით ცივი.

ვანილის მილკშეიკი

ინგრედიენტები:

2   ჭიქა ვანილის ნაყინი

1   ჭიქა რძე

1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:
ვანილის მილქშეიქის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაანაწილეთ 4 ჭიქაში და გემრიელად მიირთვით!

ვანილის მილქშეიქის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი ზაფხულის სეზონისთვის.

 

 შოკოლადის მილკშეიკის რეცეპტიეს მილკშეიკი არის უნიკალური მკურნალიშოკოჰოლიკებისათვის.

ინგრედიენტები:

  • ერთი ან ორი სუფრის კოვზი/ბურთულა შოკოლადის ნაყინი.
  • 8 უნცია = 240 მილი ლიტრი რძე
  • შოკოლადის ჯოხები
  • 2 ცალი დატეხილი შოკოლადის ორცხობილა
  • ათქვეფილი კრემი
  • შოკოლადის სოუსი

მომზადების წესი:

ჩაასხით 8უნცია (240მილი ლიტრი) რძე ბლენდერში.დაამატეთ შოკოლადის ნაყინი,1 ბურთულა საკმარისია,მაგრამ თუ გინდათ მომაზადეთ 2 ბურთულით ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდდებული. ჩაუმატეთ 2 ცალი დაფრხვნილი/დატეხილი შოკოლადის ორცხობილა. დარწმუნდით რომ ნატეხები საკმაოდ პატარაა,რათა მარტივი იყოს დასაბლენდერებლად. შურიეთ დანარჩენი ჩამოთვლილი ინგრედიენტები.დააბლენდერეთ ინგრედიენტები სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას.გამორთეთ ბლენდერი დაახლოებით 3 წუთის შემდეგ. ჩამოასხით სასმელი ჭიქებში.მოასხით მილკშეიკს ათქვეფილი კრემი და შოკოლადის სოუსი (გემოვნებით).გააფორმეთ დესერტი შოკოლადის ჯოხებით და გემრიელად მიირთვით.
Image result for შოკოლადის მილკშეიკი

წყრო:ihow.ge

 

 

კომენტარები