დღის ამბები მედიცინა სამართალი

“როგორ ვთქვა, ბრმა ნაწლავით შვილი დამეღუპა, ასეთი უპასუხისმგებლობა როგორ გამოიჩინეს“ – 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებენ

29 წლის მელანო ფუტკარაძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. დედის მტკიცებით, მედიკოსებმა ის თავდაპირველად კონსულტაციაზე გინეკოლოგთან გაუშვეს, შემდეგ კი ექოსკოპიური კვლევა სამჯერ ჩაუტარეს და ტკივილის მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს.

3-დღიანი კვლევების შემდეგ ექიმებმა გოგონა სახლში გაწერეს და ცხელი აბაზანების მიღება ურჩიეს. სახლში მისვლიდან რამდენიმე საათში მელანო ფუტკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ოჯახმა გოგონა კლინიკა ”მედცენტრში” გადაიყვანა. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქალს ბრმა ნაწლავის პერფორაციამ სეფსისი გამოიწვია. 29 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მომხდარ ტრაგედიაში ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, ეკა ფუტკარაძეს ადანაშაულებს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

 

rustavi2.ge

კომენტარები