განათლება მოგზაურობა მსოფლიო

რა უნდა ვიცოდეთ ვერონის შესახებ?

ალბათ ყველამ ვიცით , რომ ვერონა იტალიაში მდებარეობს და მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ქალაქად იტალიაში. ვერონა იყო ადგილი ყველა დროის ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ამბისა. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ეწვიოთ ვერონას ჰულიეტას  აივნის ნახვის გარეშე.

Verona skyline
გთავაზობთ რამდენიმე  მნიშვნელოვან ფაქტს  ჯულიეტას სახლის შესახებ:

#1 მათთვის, ვინც ცრუმორწმუნეა, არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ თუკი ჯულიეტას მარჯვენა მკერდს შეეხებით, ეს თქვენ მოგცემთ წარმატებას თქვენი ერთადერთი სიყვარულის პოვნაში.

#2 აივანი, სადაც ჯულიეტა იდგა, არ არის სტრუქტურის ორიგინალი ნაწილი.

#3  დღესდრეობით  ხალხი კვლავაც წერს წერილებს  ჯულიეტას  და სთხოვს რჩევას ურთიერთობების შესახებ. ამ ადამიანებს პასუხი უბრუნდებათ ,,ჯულიეტას მდივნებისგან” რომლებიც ჯულიეტას სახლში სხედან და წერენ მისულ წერილებზე პასუხებს , ეს მათი სამუშაოა.

#4 შექსპირის პიესის მსგავსად, ჯულიეტას სახლი არის მე-14 საუკუნის დროინდელი.

#5 სახლი რეალურად ჯულიეტას მშობლებს ეკუთვნოდათ

#6 ბრინჯაოს ქანდაკება სახლის გარეთ არის მტკიცებულება იმისა, რომ ჯულიეტა ნამდვილად არსებობდა.

#7  1930 – იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ჯულიეტას 5000-ზე მეტი ადამიანი წერს.

#8  მიღებული წერილების სამი მეოთხედი მხოლოდ ქალებისგანაა.

# 9 იმისათვის, რომ ჯულიეტას სახლს ესტუმროთ, თქვენ მოგიწევთ 2 ევრო გადაიხადოთ.

# 10 რეალურად რომეოსა და ჯულიეტას ოჯახებს შორის მტრობა არასდროს ყოფილა.

 

www.livitaly.com