პირველ რიგში მამაკაცი უნდა იყოს კეთილსინდისიერი, პატიოსანი
ქალები განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ სიმართლეზე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს, სიმართლე ყველაფერს ურჩევნიათ. ამგვარად,პატიოსანი მამაკაცი ყველანაირი გართულების მოლოდინების მიუხედავად, უნდა ამჯობინებდეს, რომ მის საყვარელ ქალს უთხრას სიმართლე ყველანაირი შელამაზებისა და სიმართლის დამალვის გარეშე.ზოგჯერ მამაკაცები სიმართლეს მალავენ, თუმცა არც ტყუილს ამბობენ , ესეც არაკეთილსინდისიერ საქცელად ითვლება მათი მხრიდან.
რთულ მომენტებში ქალს აუცილებლად უნდა აგრძნობინოთ, რომ მასთან ხართ!
რათქმაუნდა ეს საჩვენებლად არ უნდა გააკეთოთ მამაკაცებო! მთელი გულით და სულით! ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრი არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ ცოტაოდენი მზრუნველობა და სითბო საყვარელი ადამიანისადმი. მან სასურველია იგრძნოს თქვენგან , რომ თქვენ მას აფასებთ და ამასთანავე უნდა გაითავისოს, რომ როცა თქვენ მის გვერდით ხართ, მას არაფერი გაუჭირდება.
ყურადღება…. და ისევ ყურადღება
რათქმაუნდა გადაჭარბებული ყურადღება არავის მოსწონს, ვინაიდან აღიარებულია დღეს უკვე ისიც, რომ გადაჭარბებული ყურადღება და მზრუნველობაც ძალადობის ტოლფასია. ამიტომ ჯობს ყველაფერი გააკეთოთ ზომიერების ფარგლებში.
მის ცხოვრებაში უნდა შეიტანოთ მრავალფეროვნება
ერთფეროვნება მოსაწყენია, სასიყვარულო ურთიერთობები მრავალფეროვანი უნდა იყოს…თუ საყვარელ ადამიანს კარგად იცნობთ, ისიც გეცოდნებათ, თუ რისი გაკეთება უყვარს მას ყველაზე მეტად. მაგალითად თუ მისი ჰობია ველოსიპედით სეირნობა, იყიდეთ ორი ველოსიპედი თქვენთვის, ამ ქმედების სიკეთეში მალე თავდაც დარწმუნდებით.
თავს კარგად უნდა გრძნობდეს თავის რჩეულთან!
ქალებისთვის კომფორტული გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნდობა, რომელიც არ უნდა დაკარგოთ!
ქალის ნდობის დაკარგვა იგივეა, რაც დაკარგოთ მისი გულწრფელი სიყავრული.
ვნებიანი ურთიერთობა
ქალმა უნდა შეიგრძნოს მამაკაცის ვნება ნებისმიერ დროს… ნებისმიერ სიტუაციაში.
ბონუსი: მამაკაცებო, არ არსებობს ქალი, რომელსაც ცეკვა არ მოსწონდეს!
intermedia.ge
კომენტარის დამატება