დღის ამბები

„პუტინი მიყვარს ძალიან კარგი პრეზიდენტია.მას არ უნდა სოხუმი, რომ უნდოდეს სოხუმი აქამდე აღორძინებას გაუკეთებდა”- ამბობს ”უკვდავი პოლკის” აქციის ერთ-ერთი მონაწილე

დღეს პრორუსული ორგანიზაცია „უკვდავი პოლკის“ აქცია იმართება.

ერთ-ერთმა  ჟურნალუსტმა გამოკითხა აქციის რამდენიმე წევრი, რომლებიც ცალსახად აცხადებენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი და რუს ხალხს ქართველი ხალხი აუცილებლად უნდა შეურიგდეს. შეკრებილებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები შეძახილებით შეხვდნენ.

„პუტინი მიყვარს ძალიან კარგი პრეზიდენტია თავის ხალხს უფრთხილდება. ჩვენს ქვეყანასთან არაფერი კავშირი არ აქვს. აბა ამერიკას გაეკეთებინა ოკუპაცია? დაგიბრუნებთ, დაელაპარაკეთ, იმას არ უნდა სოხუმი, რომ უნდოდეს სოხუმი აქამდე აღორძინებას გაუკეთებდა, არ უნდა, მაგრამ როდესაც პრინციპით დაელაპარაკები ამხელა კაცს, არ იცით ვინ არის პუტინი?“– ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„ მე შორებელ ძმას ახლობელი მეზობელი მირჩევნია. მე მირჩევნია რუსეთთან. ეს ხალხი ძალით გააოკუპანტეს, ჩვენი მთავრობის არასწორი საგარეო პოლიტიკით. იმიტომ რომ რუსეთმა ჩვენ გვითხრა, გაანებეთ ნატო-ს თავი და ჩავეხუტოთ. მეგობრობა მინდა, მეზობელია, უფალმაც ასე ინება,“-ამბობს ამავე აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

იხილეთ ვიდეო:

საზოგადოების მხრიდან ვიდეოს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:

”ეს ტვინ გამორეცხილი ბებრუხანები ცოცხლები უნდა იყვნენ და ის ახალგაზრდები რომლებიც სამშობლოს იცავდნენ მიწაში?!ბედის ირონიაა სხვა თუ არაფერი.”

”სანამ ასეთი აზროვნების საზოგადოება იარსებებს მანამ არაფერი ეშველება ამ ქვეყანას! მტერს გარეთ რას ვეძებთ სახლში გვყოლია”

”ახალგაზრდა ბიჭები კი არ უნდა ამოხოცილიყვნენ ომში, ესენი უნდა გაეშვათ და ნახავდნენ მერე როგორ მოწმენდნენ ნამუსს პუტინს”

rustavi2.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული