დღის ამბები საზოგადოება

პარლამენტი ახალ საპენსიო სისტემას განიხილავს

რამდენიმე დღის წინ ,,ქართულმა ოცნებამ” ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგინა, რომელიც ახალ საპენსიო სისტემას შეეხება და ძირითადად მოიცავს პენიის დაგროვების შესაძლებლობას.

უფრო ზუსტად რომ ითქვას,  საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი ემატება.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ აღნიშნული პროექტი იმოქმედებს თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით, რაც  ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს. ამ პრინციპის თანახმად, პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს..

7 თებერვალს ფრაქციის წევრმა და უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ორი მიზეზი დაასახელა რის გამოც შესაძლოა მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს  , ესენია: საპენსიო რეფორმა და მოსამართლეების საკითხი.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში ამოქმედდა 2019 წლის იანვრიდან.

imedinews.ge

კომენტარები