კულინარია

ნამცხვარი შუ

კრემის მომზადება:

პატარა ქვაბში მოათავსეთ ½ ჭიქა შაქარი, 5 ს/კ ფქვილი და მწიკვი მარილი.

თანდათანობით შეურიეთ რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე და თან მუდმივად ურიეთ. ადუღეთ 1 წუთით, შემდეგ ცხელი მასის მცირე ნაწილი ორ ცალ ათქვეფილ კვერცხის გულს მოასხით და აურიეთ. მიღებული მასა ქვაბში ჩააბრუნეთ, მოურიეთ და აადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ვანილი. დააფარეთ და გააგრილეთ მაცივარში.

გაითვალისწინეთ:

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე.

ცომის მომზადება:

საშუალო ქვაბში მოათავსეთ მარგარინი და წყალი და აადუღეთ. დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და მწიკვი მარილი. ურიეთ მუდმივად. გადმოდგით გაზქურიდან და სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები. თითოეული დამატების შემდეგ კარგად მოურიეთ. მიღებული მასა საკონდიტრო კრემის ტომარაში მოათავსეთ და საცხობ ლანგარზე სასურველი ფორმით გადაიტანეთ.

ბოლო ეტაპი:

აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 200 C-მდე და აცხვეთ კიდევ 25 წუთით, ან გადაბრაწვამდე. ბოლომდე გააგრილეთ, გახლიჩეთ და კრემით ამოავსეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით გამდნარი შოკოლადი.

წყარო: kulinaria.ge
კომენტარები