საზოგადოება ცნობილი ადამიანები

”მყავს მამაკაცი უკვე მესამე წელია და არაჩვეულებრივად ვგრძნობ მასთან თავს”- ვინ არის კესარია აბრამიძის საყვარელი მამაკაცი?

კესარია აბრამიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერია. იგი ხშირად ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ჰყავს საყვარელი მამაკაცი, თუმცა იგი თავისი შეყვარებულის ვინაობაზე კატეგორიულად არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, იგი ხშირად პოსტავს სოციალურ ქსელში ფოტოებს საყვარელ ადამიანთან ერთად, მაგრამ ფოტოზე მისი საყვარელი მამაკაცის ინდენტიფიკაცია შეუძლებელია დადგინდეს.

გადაცემაში ”სიცრუის დეტექტორი” კესარიამ ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ის და მისი საყვარელი მამაკაცი ოჯახის შექმნას არ აპირებენ, ისინი არც ერთად ცხოვრობენ, უბრალოდ ერთად ხშირად ატარებენ დროს. ტრანსგენდერმა აგრეთვე იმის შესახებაც ისაუბრა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ძალიან ეჭვიანია და ისინი ხშირად ჩხუბობენ.

რამდენიმე ხნის წინ მან გაავრცელა ფოტო, რომელშიც უცნობ ადამიანთან ერთად ჩანს. ფოტოზე მამაკაცის ვინაობა შეუძლებელია დადგინდეს, თუმცა როგორც კესარია ამბობს ხოლმე, მისი საყვარელი მამაკაცი საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი პიროვნებაა, რომელიც ჩრდილქვეშ ყოფნას ამჯობინებს. თუმცა მიზეზი, თუ რის გამო არ ჩნდება კესარიას საყვარელი ადამიანი საყვარელ ქალთან ერთად, ამის შესახებ აბრამიძე არ საუბრობს.

ეს ვარდები კესარიას მისმა შეყვარებულმა სიყვარულის დღეს აჩუქა.

View this post on Instagram

thanks❤️

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

View this post on Instagram

thanks💜

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება