დღის ამბები სამართალი

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?!–ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში გარდაიცვალა 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელია, სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი:”2019 წლის 10 მარტს რუ­სე­თის ФСБ-ს სა­სა­ზღვრო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი. ის გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო სა­სა­ზღვრო სამ­მარ­თვე­ლოს და­ნა­ყოფ­ში. ოთახ­ში მარ­ტო ყოფ­ნი­სას მან თავი ჩა­მო­იხ­რჩო. გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, თუმ­ცა ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა“.
თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და აცხადებენ რომ ირაკლი რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ:”ფაქ­ტი ნა­ბა­კე­ვის შუა გულ­ში მოხ­და. და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი ვნა­ხე, რო­გორ მო­ვი­და მან­ქა­ნა, ჩას­ვეს და წა­იყ­ვა­ნეს. ნას­ვა­მი იყო და და­კა­ვე­ბის დროს იყო სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა. მერე ალ­ბათ, იქაც გაგ­რძელ­და და რაც მოხ­და, ყვე­ლამ ვი­ცით. მერე, ცუ­დად გამ­ხდა­რა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ექთ­ნე­ბიც მი­უყ­ვა­ნი­ათ. აქ ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდათ. რუ­სე­ბის მხრი­დან ხში­რად არის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლი­ან ხში­რად სცე­მენ მი­თუ­მე­ტეს და­კა­ვე­ბუ­ლებს “–აცხადებს თვითმხილველი.
“გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მე ვერაფერს ვერც დავაზუსტებ და ვერც ვუარვყოფ. ჩვენ არ გვაქვს რომელიმე თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც სარწმუნო წყარო იქნებოდა იმისთვის, რომ გვემტკიცებინა – ადგილი ჰქონდა სხვა ტიპის ძალადობას,ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს. დღეს მოწოდებული ინფორმაციით და არაერთ წყაროში, მათ შორის აფხაზურ მედიაში და რუსულ წყაროებშიც გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია იმისთვის, რომ დარწმუნებით ვისაუბროთ რომელიმე ვერსიაზე“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილიში გადმოასვენეს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ დაიცავს. სწორედ ცენტრის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტი იყო ჩართული ცხედრის ექსპერტიზაში. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 29 წლის ახალგაზრდა სასტიკად ნაცემია და მომხდარს საქართველოს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ:” ჩვენი მონაცემებით ეს ადამიანი იქნა ნაცემი და ნაწამები და გვაქვს დიდი ეჭვი რომ ეს ადამიანი იქნა მოკლული, პრაქტიკულად ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ტატუნაშვილის შემთხვევა. ხელისუფლება არ წევს ამ საკითხს წინა პლანზე რომ საერთაშორისო ორგანზიაციებისთვის, მათ შორის დონორი ორგანიზაციებისთვის, ეს იყოს პრიორიტეტული,”-აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული