დღის ამბები მსოფლიო

“მე მინდა , რომ შური ვი­ძიო დამ­პყრობ­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პის მი­წებ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლეს.” – მეჩეთზე თავდასხმამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში მდე­ბა­რე ალ ნუ­რის მე­ჩეთ­ში პა­რას­კე­ვის ლოც­ვის დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­ვარ­და და მლოც­ვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. პირები მეჩეთში ადგილობრივი დროით  13:45 საათზე შევიდნენ. როგორც ირკვევა, მათ კარი მეჩეთში ჩაკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივებს, რის შედეგადაც 40 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ათე­უ­ლო­ბით მლოც­ვე­ლი და­შავ­და. თავ­დას­ხმის დროს ერთ მე­ჩეთ­ში 200-მდე, ხოლო მე­ო­რე­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია  და ის 28 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი გახლავთ.

იდენტიფიცირებულმა თავდამსხმელმა თავდასხმის ამსახველი კადრები სოციალური ქსელით საკუთარი FB-თი გაავრცელა, სადაც აშკარად ჩანს, რომ იგი მეჩეთთან იარაღით სავსე მანქანით მიდის, ჩანს აგრეთვე იარაღებზე თეთრად გაკეთებული წარწერები :

წარ­წე­რებს შო­რის ქარ­თულ ასო­ებს მოკ­რავთ თვალს – მათ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ლე­ვე­ლი მე­ფი­სა და მხე­დარ­თმთავ­რის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლიც იკი­თხე­ბა, მის გვერ­დით კი თა­მარ მე­ფის მე­უღ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის და­ვით სოს­ლა­ნის სა­ხე­ლი წე­რია.

და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და და­ვით სოს­ლა­ნის გარ­და, ია­რაღ­ზე იკი­თხე­ბა რუსი სა­ზღვაო მხე­დარ­თმთავ­რის, გე­ნე­რალ-ადი­უ­ტანტ დი­მიტ­რი სე­ნი­ა­ვი­ნის სა­ხე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ათო­ნი­სა და დარ­და­ნე­ლის ბრძო­ლა­ში თურ­ქებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

ია­რაღ­ზე ასე­ვე და­ტა­ნი­ლია მარ­კო მი­ლი­ა­ნო­ვის – ცნო­ბი­ლი მონ­ტე­ნეგ­რო­ე­ლი მწე­რა­ლი­სა და სარ­დლის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც სერ­ბე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ბა­ტო­ნო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და.

იდენტიფიცირებულ თავდამსხმელმა სოციალური ქსელით აგრეთვე გაავრცელა ვიდეო, სადაც ლაპარაკობს მიზეზებზე. როგორც ჩანს, თავდასხმის მიზეზი არის შურისძიება. მას სურს , რომ შური იძიოს ,,დამპყრობლებზე”:

“იმის­თვის, რომ შური ვი­ძიო დამ­პყრობ­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პის მი­წებ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლეს.

რათა შური ვი­ძიო მი­ლი­ო­ნო­ბით ევ­რო­პე­ლის და­მო­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუს­ლიმ დამ­პყრობ­ლებს ევ­რო­პუ­ლი მი­წე­ბი­დან მიჰ­ყავ­დათ.

იმის­თვის, რომ შური ვი­ძიო იმ ათა­სო­ბით ევ­რო­პუ­ლი სი­ცო­ცხლის­თვის, რო­მე­ლიც მათ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას შე­ი­წი­რეს.

იმის­თვის, რომ ევ­რო­პულ მი­წებ­ზე მიგ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ვამ­ცი­რო და­ში­ნე­ბი­თა და მათი ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით“.

ambebi.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული