დღის ამბები სამართალი

“მე თუ დამაკავეს, აქცია გაგრძელდება, ჩემს ადგილას დადგება ჩემი მეუღლე“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სუსში ხვაალ გაიმართება.  იგი არ გამორიცხავს, რომ დაკითხვის შემდგომ დააკაონ, თუმცა აცხადებს, რომ აქცია მაინც გაგრძელდება და მის ადგილს მეუღლე დაიკავებს.

“მე თუ დამაკავეს, აქცია გაგრძელდება. ჩემს ადგილას დადგება ჩემი მეუღლე. ამ ერთ წელიწადში რაც ცდილობენ ჩემს განადგურებას, თემირლანის საქმის გადაფარვას. მე გამანადგურებენ, თემირლანის საქმე განადგურდება, მე ვიქნები – თემირლანის საქმე გაიმარჯვებს,”-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე, ამბობს , რომ მისი ქმარი ტერორისტი არ არის და სუსი უდანაშაულო ადამიანს ტყუილად ადებს ხელს.

“ჩვეულებრივ ადამიანებს ტერორისტებად თუ აცხადებენ, კარგად აქვს ამ უსაფრთხოების სამსახურს საქმე. ტერორისტი ასეთი ადვილი სიტყვაა? მე ეგ სიტყვა მზარავს. ტერორისტობა აქეთ ჩემს ოჯახში მოახდინეს სუს-მა და აქეთ კიდევ შვილი ჩაგვიცხრილეს. რომც დააკავონ მალხაზი, მე დავდგები მალხაზის მაგივრად,”-აცხადებს მედიკო (აიზა) მარგოშვილი.

newposts.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული