ცნობილი ადამიანები

” მე არ ვიცი მსგავსი მამობა, მსგავსი სიყვარული – ის აჭმევს, უცვლის, მასვენებს. იდეალური მამა აღმოჩნდა.”-სოფო ბედია

ცნობილმა მომღერალმა სოფო ბედიამ დაახლოებით 4 წლის წინ მეორედ იქორწინა. ის და მისი მეუღლე დიდი ხანი ელოდნენ ბავშვს და როგორც იქნა ეყოლათ. სოფომ მეორე ბავშვი გააჩინა,თუმცა ის აქტიურ ცხოვრებას მაინც არ წყვეტს. ბედიამ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრა, რომ მშობიარობიდან 4 დღეში სცენაზე გამოვიდა და მისი კოლეგები გაოგნებულები უყურებდნენ:

”ძალიან გაოგნებულები მიყურებდნენ კოლეგები. 7 იანვარს უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ადრე გაჩნდა. ვამბობდი, ერთი დღით ადრე, 30 დეკემბერსაც რომ ვიმშობიარო, მაინც ვიმღერებ-მეთქი. საქართველოში ისედაც არ ვართ განებივრებულები გრანდიოზული კონცერტებით და ვერ გამოვტოვებდი.”

სოფომ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორი მამაა მისი მეორე ქმარი მიშა მესხი. როგორც ირკვევა, მიშასთვის ანდრია პირველი შვილია, რომელზეც განსაკუთრებულად ზრუნავს.

” მე არ ვიცი მსგავსი მამობა, მსგავსი სიყვარული – ის აჭმევს, უცვლის, მასვენებს. იდეალური მამა აღმოჩნდა.”

როგორც აღმოჩნდა, სოფო დედობას 30 წლის შემდეგ სულ სხვანაირად აღიქვამს. მისი თქმით, ის როგორც დედა მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა და დღეს ბავშვის აღზრდასაც უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე ეს პირველი შვილის გაჩენის დროს იყო, ჯერ კიდევ 10 წლის წინ:

”ჩემს პირველსა და მეორე შვილს შორის 10 წელია განსხვავება. როდესაც ნიკუშა გავაჩინე, 23 წლის ვიყავი, ახლა 33 წლის ვარ. წლებთან ერთად რაღაც გადაფასებები ხდება, ალბათ უფრო მეტად დავღვინდი, უფრო მეტი საშუალება მაქვს, რომ ბავშვს დიდი დრო დავუთმო და მეტი ხელშეწყობაც მაქვს. დედობა ნამდვილად განსხვავებულია ახლა. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, 30 წლის შემდეგ სულ სხვანაირად ხვდებიან შვილის გაჩენასო”

sarkenews.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება