დღის ამბები პოლიტიკა ცნობილი ადამიანები

,,მე არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, გიგი უგულავაზე ფეისბუქში დაწერა. მისი თქმით, ის ჯერ სიკვდილს არ აპირებს და რაღაც დოზით უგულავას ეჯიბრება მე 100 წლისაც შენზე კარგ ფორმაში ვიქნებიო. საინტერესოა რა ხდება უგულავასა და სააკაშვილს შორის და რა პასუხი გასცა გიგი უგულავამ. იხილეთ ქვემოთ:

„გუშინ გიგი უგულავა სულ იმეორებდა „არაა სააკაშვილი ფორმაშიო“. რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე, მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე“.

უგულავას პასუხი კი ცალსახაა და ცოტა დამცინავი, სარკასტულიც:

,,მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით“.

sarkenews.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება