დღის ამბები მსოფლიო ცნობილი ადამიანები

მეგანი და ჰარი მშობლები გახდნენ

მე­გა­ნი და ჰარი მშობ­ლე­ბი გახ­დნენ – სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას “ინ­სტაგ­რა­მის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მე­ფო ოჯახ­ში ბიჭი და­ი­ბა­და. მისი წონა 3.200 კგ-ა, თუმ­ცა სა­ხე­ლი ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის.

ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პრინცმა ჰა­რიმ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რია, დედა და ბავ­შვი კი თავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნო­ბენ.„ეს ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი იყო, რაც კი ოდეს­მე შე­იძ­ლე­ბო­და, გა­დამ­ხდე­ნო­და. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ და მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის,ვა­მა­ყობ ჩემი ცო­ლით და რო­გორც ყვე­ლა მამა, ვფიქ­რობ, ჩემი შვი­ლი სა­ო­ცა­რია“ – გა­ნა­ცხა­და ჰა­რიმ
როგორც ირკვევა ჰარის და მეგანის შვილი პრინცად არ დაბადებულა, სამეფო ეტიკეტის თანახმად მას ეს ტიტული დედოფალმა უნდა მიანოჭოს.
Evening Standard-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეფე ჯორჯ მე­ხუ­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­უ­კუ­ნის წინ სა­მე­ფო ოჯახ­ში ტი­ტუ­ლე­ბი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი გახ­და – რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვე­ბი და­ბა­დე­ბი­სას არ იღე­ბენ ტი­ტულს „მისი სა­მე­ფო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა“.
პრინ­ცი უი­ლი­ა­მი­სა და ქეით მიდლტო­ნის შვი­ლე­ბის­თვის დე­დო­ფალ­მა გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა სა­მე­ფო ტი­ტუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ. მე­გა­ნი­სა და ჰა­რის შვი­ლის სა­მე­ფო წო­დე­ბა კი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ambebi.ge

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული