დღის ამბები მეცნიერება

მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასტროლოგია არასზუსტი მეცნიერებაა, თუმცა განსაკუთრებით ბოლო დროს ადამიანების უმეტესობა ცხოვრებასაც კი თავისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გეგმავს.  ქვემოთ მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ ამ თვის, მარტის ჰოროსკოპს, რომელიც ძირითადად ზოდიაქოს ნიშანთა წარმომადგენლების სიყვარულსა და სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხება.

1. ვერძი.

 

ვერძი გაზაფხულს განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდება, რაც არ არის ადვილი.  პლანეტა მერკური პასუხისმგებელია ვერძის კომუნიკაციის და ურთიერთობის შედეგებზე. ცვლილება სურვილს გაგიღვიძებთ პარტნიორთან ურთიერთობის სხვა ხარისხში აყვანაზე. წლის ამ პერიოდში თქვენი და თქვენი პარტნიორის სასიყვარულო ურთიერთობა დიდი შანსია, რომ გადაიზარდოს სხვა ფაზაში და ალბათობის მაღალიხარისხით, პარტნიორისგან სერიოზულ წინადადებას მიიღებთ, რაც თქვენც სერიოზულად დაგაფიქრებთ თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობაზე, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს იმას რომ თქვენი ურთიერთობა აუცილებლად ახლო მომავალში დაგვირგვინდება ქორწინებით. თქვენ ქორწინებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის დიდი დრო და ფიქრი დაგჭირდებათ.

 

 

2. კურო

.image

 

ციური სხეულები, მარტში, კუროს, აძლევენ რეკომენდაციას, რომ გადახედოს რომანტიკულ ცხოვრებას. თუ ჯერ კიდევ არ გყავთ მეორე ნახევარი, ეს გადაჭარბებული პასიურობის, ან პირიქით, ძალიან დაჟინებული ქცევის გამოა.

 

დაოჯახებულ კუროებსაც დაეძაბებათ ურთიერთობა მეორე ნახევრებთან, თუმა, ეცადეთ ნეიტრალურად შეხედოთ ამ მხარეს და ყველაფერი სწრაფად ნორმალიზდება, ტოლერანტობა და სიყვარული სასწაულებს მოახდენს. კუროებმა უნდა შეიგნონ, რომ მათი ქცევა პირდაპირ ახდენს გავლენას მის ურთიერთობებზე. საჭიროა რომ მოდუნდეს და მისცეს საკუთარ თავს გასაქანი, რომ ბედნიერი იყოს მარტშიც და მომავალ თვეებშიც.

 

3. ტყუპები.image

 

ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ დაკარგული ურთიერთობების დაბრუნებას- მოუბოდიშეთ, გაარკვიეთ ურთიერთობები, დაივიწყეთ წყენა. ბედნიერი რომ იყოთ, ზოგჯერ უნდა დაივიწყოთ სიამაყე, სიყვარული ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

 

დაოჯახებულ ტყუპებს ურჩევენ ვარსკვლავები, რომ მეტი დრო გაატარონ მეორე ნახევრებთან.

 

4. კირჩხიბი.image

 

კირჩხიბი მარტში გათავისუფლდება პასიურობისგან. ყვითელი ღორი საშუალებას მოგცემთ, შეცვალოთ ყველა დამოკიდებულება პარტნიორთან რომანტიკული კუთხით, რაც თავიდან აგარიდებთ 20 მარტს მოსალოდნელ ყველა უთანხმოებას.

 

5. ლომი.image

 

ლომებს გაეზრდებათ ოჯახური პრობლემები. ყველაფერი რა თქმა უნდა გაივლის, მთავარია თავით არ გადაეშვათ მხოლოდ სამსახურსა და ბიზნესში. გაანაწილეთ დრო ფიქრზე, ოჯახსა და სამსახურზე, ყველაფერს მოასწრებთ. სასიამოვნო საათები მხოლოდ მეორე ნახევრის მკლავებში გექნებათ.

 

6. ქალწული.image

 

ეჭვიანი ქალწულებიც კი გაოცდებიან ბედის საჩუქრით. შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაიპყრობს თქვენს გულს და პირიქით. თქვენ აღმოგაჩნდებათ საერთო შეხედულებები და ზეციური ღორიც გიწინასწარმეტყველებთ ბედნიერებასა და კეთილდღეობას.

 

ამრიგად, მოულოდნელად, თქვენს ბედისწერას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი რომანტიკული ცხოვრების იდეა და აღმოჩნდეთ ნამდვილ ზღაპარში.

7. სასწორი.image

 

სასწორებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გყავთ მეორე ნახევრები და არ გსურთ იმის თქმა ბედი რა ცუდათ გექცევათ, ვარსკვლავები გირჩევენ რომ სწორედ ის დროა გადაწყვეტილება მიიღოთ. ძნელია? სულაც არა! უბრალოდ გჭირდებათ მეტი კომუნიკაცია, გრძნობების გამოხატვა და ინიციატივის გამოჩენა. ეს ძალზედ ძნელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაიბადნენ სასწორის ნიშნით, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი ამოცანა. გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენს ხელშია.

8. მორიელი.image

 

რეტროგრადული იუპიტერი 9 მარტს აღმოჩნდება მორიელის ნიშნის ქვეშ, რაც ასტროლოგიური გავლენის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. დროა, ყველა რომანტიკული საკითხის მოგვარება მოხდეს მყუდრო გარემოში და არა საჯაროდ. იუპიტერის სამწუხარო პოზიციის მიუხედავად, ზეციური ღორი გპირდებათ მარტივ რომანტიკულ ცხოვრებას მარტში. თქვენ და მეორე ნახევარი ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს.

9. მშვილდოსანი.image

 

მშვილდოსნები, რომელთაც ჯერ არ უპოვიათ მეორე ნახევრები, შეხვდებიან საინტერესო ადამიანს, რომელიც საგრძნობლად იმოქმედებს მათ მიერ აღქმულ სამყაროზე. ის ადამიანი იქნება ჭკვიანი და გამოცდილი და გამოიწვევს თქვენს გულწრფელ ინტერესს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში კომუნიკაციას რომანტიკული კავშირი მოჰყვეს, თუმცა, ჯერ-ჯერობით, ნაადრევია რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება.

10. თხის რქა.image

 

მარტის დასაწყისში თხის რქებს ურჩევენ იყონ წინდახედულები და ფრთხილები უცნობ ადამიანებთან. თუ დაფიქრდებით და გულის კარნახს დაუჯერებთ, შესაძლოა მეორე ნახევარიც იპოვოთ, რომელიც იქნება გულწრფელი და ერთგული თქვენი სიყვარულის მიმართ, კავშირი კი იქნება ძლიერი, ბედნიერი და წარმატებული. ასტროლოგები ამ პერიოდის განმავლობაში თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ურჩევენ, რომ შეუძლიათ შეინარჩუნონ პასიურობა და გამოავლინონ მათ დიდი მოთმინება. ზოგადად მათ დმოთმინების დიდი უნარი აქვთ და თუ მოთმინების უნარს ბოლომდე  უერთგულებენ, შესაძლოა, მარტი მათთვის საბოლოო ბედნიერების მომტანი თვე იყოს ცხოვრებაში.

11. მერწყული.image

 

მერწყულებს, რომელთაც უკვე ყავთ მეორე ნახევრები, მარტში რომანტიკული დღეები არ ექნებათ. გარემოებები კი დიდ გავლენას მოახდენენ მათ საქმეებზე და ნათესავებთან კომუნიკაციის საშუალებას შეუზღუდავენ. დროა, თქვენს გრაფიკში შეიტანოთ კორექტირება და თავისი ადგილები მიუჩინოთ სამუშაოსა და ოჯახს. არ უგულებელყოთ ძვირფასი ადამიანები.

12. თევზები.image

 

თევზებო, დროა მარტში დაივიწყოთ ყველა საქმიანობა და მეტი დრო გაატაროთ საზოგადოებაში, სადაც რომანტიკული ინტრიგები და სასიამოვნო საღამოები გელოდებათ საპირისპირო სქესის წამომადგენელთან.

 

მათ კი, ვისაც უკვე გყავთ მეორე ნახევრები, ერთობლივი თავგადასავლები გელოდებათ.

intermedia.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული