დღის ამბები სამართალი

მამაკაცი, რომელმაც საკუთარი მამიდაშვილი მოიტაცა , დაკავებულია

კახეთში, იორმუღანლოში 19 წლის გოგო ნათესავმა ქორწინების მიზნით გაიტაცა , შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართლადამცავებმა გატაცებული გოგო სახლში დააბრუნეს, მამაკაცი კი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება იორნმუღალოს მიმდებარე, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 12 კლასის მოსწავლე ემილია განბაროვა თავისუფალია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის საკუთარი მამიდაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას კატეგორიულად მოთხოვს. მათივე განცხადებით, მას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

primetime.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება