დღის ამბები პოლიტიკა

ლევან იზორია ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტს უარყოფს.

გუშინ ტელეკომპანია rustavi2– მა გაავრცელა ინფორმაცია ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, “კურიერთან” სატელეფონო ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ადასტურებდა, რომ 20 წლის ამერიკელმა კურსანტმა, ქართველი კადეტი ძალადობაში დაადანაშაულა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ლევან იზორიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ტელეკომპანია რუსთავი 2 მიზანმიმართულ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა:
“”მინდა გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ კამპანიას,რომლის მიზანია ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში. ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატო-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების საერთაშორისო აღიარება , რომელსაც დღითი-დღე საქართველო და თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან.

მინდა განსაკუთრებით ბოლო ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც შაბათს, „კურიერის“ მიერ იქნა გავრცელებული და სადაც საუბარი იყო იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ს სამხედრო გოგონას მიმართ,რაც არამხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ასევე აშშ-ს საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მე ვთვლი , რომ ეს დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული, რომ ზოგადად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს. ამას ცდილობენ, მართალია უშედეგოდ, უსუსურად, მაგრამ ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი საუბრობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომებზე მათ შორის, საქართველოს მიმართ, ეს დეზინფორმაციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს.
პირადად მე და ხელისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად , რომლის უმრავლესობის მისწრაფება არის დასავლეთში ინტეგრირება, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხაებების, დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ ფაქტებით, სიმართლით, ჭეშმარიტებით “, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა

interpressnews.ge

კომენტარები

ლიკა დემეტრაშვილი

კომენტარის დამატება