დღის ამბები სამართალი

,,იყო საჭირო ქვეყანაზე ჩემი გაჩენა? დააკლდებოდა ამ ქვეყანას უჩემოდ რამე?”- 32 წლის გოგონა მეოთხე სართულიდან გადავარდა

ბაღდათში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევა დატრიალდა რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 32 წლის ლიკა კბილაშვილი. როგორც ირკვევა, ის სასტუმროში მუშაობდა და ფანჯრის გაწმენდის დროს ის მეოთხე სართულიდან გადავარდა. ლიკა კბილაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა.

,,იყო საჭირო ქვეყანაზე ჩემი გაჩენა?

დააკლდებოდა ამ ქვეყანას უჩემოდ რამე?” – წერდა გარდაცვალებამდე ლიკა კბილაშვილი.

მე­გობ­რე­ბი ლი­კას მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ. მომ­ხდა­რის შემ­დეგ ისი­ნი ფე­ის­ბუქ­ში გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ პოს­ტებს წე­რენ:

,,ჩემო საბრალო
ვაი შენს დედას…ანგელოზი ყავდი,ანგელოზად წახვედი ლიკუს”

,,ლი­კუუ, კი­დევ არ მჯე­რა. ყო­ველ­თვის ისე­თი თბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­მახ­სოვ­რე­ბი, რო­გო­რიც იყა­ვი”;

,,არ ვიცი, რა ვთქვა… გული ჩამ­წყდა… არ მინ­და, წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რომ ვე­ღარ გნა­ხავ… ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყა­ვი და ასე დარ­ჩე­ბი ჩემ­თვის მუ­დამ! შენ ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც ცო­ცხა­ლი”.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ambebi.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება