დღის ამბები პოლიტიკა

ინციდენტი  თუ პროვოკაცია? – სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაადგილება არ დასტურდება

გუშინ სასწრაფოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალები შეიმჩნეოდნენ, რის გამოც სოფელ ხურვალეთში თავისი მოვალეობის შესრულების მიზნით ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ჩავიდა, რომელმაც სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაადგილება არ დაადასტურა.

ინციდენტი  თუ პროვოკაცია? ასე მოიხსენიებენ იმ ადამიანების ქმედებას, რომელთაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეს.

აღსანიშნავია, რომ ხურვალეთში რუსი სამხედროების შეჭრას არც უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

როგორც დავით ქაცარავა განაცხადებს, ინფორმაციის გავრცელებაზე იგი პასუხისმგებელი არაა, ვინაიდან მისი ინფორმაციის წყარო ერთ-ერთი ადგილობრივი იყო. საინტერესოა თუ ვინ არის პასუხისმგებელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე.

თუმცა აქვე ისიცაა აღსანიშნავი, რომ გამორიცხული არაა , რომ ოკუპანტები მართლაც იმყოფებოდნენ მათ მიერ აგებულ კოშკურასთან. აქვე შეგიძლიათ იხილოთ გავრცელებული ვიდეოც:

 

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 25 მარტს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის, ხოლო  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დაწყებამდე  თქვა, რომ საქართველოს უსიამოვნო მოულოდნელობები ელის. გარდა ამისა, საქართველო-ნატოს თანამშრომლობას მუქარა მოჰყვა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსგანაც, რომელმაც საპასუხო ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო.

imedinews.ge

 

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული