მედიცინა ცნობილი ადამიანები

ინსულტი და სამი ოპერაცია ტვინზე – 24 წლის ემილია კლარკი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე

ემილია იზაბელ იუფიმია როუზ კლარკი ინგლისელი მსახიობი. ლონდონში დაბადებული და ბერქშირში გაზრდილი კლარკი, სწავლობდა ლონდონის დრამის ცენტრში და მონაწილეობას იღებდა რიგ სპექტაკლებში.
კლარკი ცნობილი გახდა და აღიარება მოიპოვა 2011 წელს, როდესაც დეინერის ტარგარიენის როლი შეასრულა HBO-ის სერიალში „სამეფო კარის თამაშები“ (2011-დღემდე), რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასება მოიპოვა.
ემილიას ამ სერიალში გამოჩენა და ფანების რიცხვის საგრძნობელი მატება ერთი იყო.
მსახიობს აქამდე არასდროს უხსენებია საკუთარი ჯანმრტელობა და არავინ იცოდა თუ სულ რაღაც 24 წლის ასაკში მისი ჯანმრთელობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

Image result for ემილია კლარკი

21 მარტს “ნიუიორკერმა” გამოაქვეყნა მსახიობის გულახდილი ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, რომ სამი ოპერაცია გადაიტანა ტვინზე, ფილმის ეპიზოდებს შორის. 2011 წელს, მოულოდნელად თავს დატეხილმა პოპულარობამ დიდი განცდები მოუტანა და ბევრი პრობლემა. ძლიერი სტრესი ჰქონდა და გამუდმებით სტკიოდა თავი. რომ გადართულიყო სხვა რამეზე, სპორტდარბაზში დადიოდა.

ერთხელაც, 11 თებერვალს, ძლიერი თავის ტკივილი იგრძნო და მწვრთნელს უთხრა, რომ შესვენება სჭირდებოდა.

,,- ძლივს მივაღწიე გასახდელამდე. უნიტაზთან დავემხე და ძლიერი გულისრევა დამეწყო. იმავდროულად მწვავე ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. მივხვდი, რომ ტვინი მქონდა დაზიანებული…
მერე  გონება დავკარგე, თუმცა საბედნიეროდ, მალე მიპოვა ქალმა გვერდითა გასახდელიდან და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.”
საავადმყოფოში ტომოგრაფია გაუკეთეს და აღმოაჩინეს სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა – ინსულტის სახესხვაობა. მას  სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა.

ექიმები ელოდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია უპრობლემოდ მოხდებოდა, თუმცა ემილიას აფაზია დაეწყო – მეტყველების უნარის დაკარგვა.

ემილიამ სიცოცხლის აზრი დაკარგა და ექიმებს იმასაც კი სთხოვდა, რომ სიკვდილის ნება მიეცათ. თუმცა ერთ კვირაში ნელ-ნელა მომჯობინდა, ერთ თვეში კი მეორე სეზონის გადაღებებიც დაიწყო. იმ პერიოდს ემილია თავისი ცხოვრების ყველაზე ცუდ პერიოდად იხსენებს. გამუდმებული თავის ტკივილების გამო მორფს იღებდა, რეგულარულმა გამოკვლევებმა კი უჩვენეს, რომ კლარკს თავში პატარა ანევრიზმა დარჩა.

მისი ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ მხოლოდ კინოკომპანიის ხელმძღვანელებმა და ოჯახის ახლობლებმა, ემილიას არ სურდა ამ ამბის გასაჯარაოება – არადა, ყოველ წუთს სიკვდილს ელოდა.

Related image

“სამეფო კარის თამაშების” მესამე სეზონის შემდეგ ექიმებმა ამცნეს, რომ ანევრიზმა გაიზარდა და სასწრაფო ოპერაცია მოითხოვეს. თუმცა ისევ გეგმის გარეშე წავიდა ყველაფერი – ანევრიზმა გასკდა და მსახიობი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.

ექიმებმა ორი ოპერაცია გაიკეთეს, თავის ქალა ახადეს და კიდევ ერთი თვე დასჭირდა რეაბილიტაციისთვის.

ახლა მსახიობი 32 წლისაა, თავს კარგად გრძნობს და ამიტომ გადაწყვიტა ამაზე საუბარი. დააარსა ფონდი, რომელიც ინსულტიან და ტვინის სხვა სახის ტრავმის მქონე ადამიანებს ეხმარება.

 

mshoblebi.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება